x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508578
გავაკეთოთ ულამაზესი ნაძვის ხის ბურთულები სახლში - ძალიან მარტივი მეთოდი
image
ახალი წლის დღესასწაული ახლოვდება და ბევრი იწყებს ფიქრს სახლში საზეიმო ატომოსფეროს შექმნაზე. ყურადღების ცენტრში, რაღა თქმა უნდა ნაძვის ხე და მისი მორთულობა იქნება. მაღაზიაები უკვე სავსეა ათასგვარი საახალწლო სათამაშოთი, თუმცა საკუთარი ხელით შექმნილ ორიგინალურ ნივთებს მაინც არაფერი შეედრება, მით უმეტეს, თუ საქმეში ბავშვებსაც ჩავრთავთ.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ნაძვის ხის სათამაშოების შექმნის რამდენიმე ძალიან მარტივ, იაფ და, რაც მთავარია ეფექტურ ხერხს. შეუდექით სამუშაოს და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს მიერ შექმნილი მოსართავები ნაყიდთან შედარებით გაცილებით ლამაზი, უცხო და ეფექტური იქნება. რაც მთავარია, უფრო მეტ სითბოს და სიხალისეს შესძენს სახლს.

დაგჭირდებათ:


50 მლ. წყალი
4–5 ჩ.კ. შაქარი
10 მლ. წებო ПВА
საქსოვი ძაფები, ბისერები ან სხვა მორთულობები

1. ერთმანეთში აურიეთ შაქარი, წებო და წყალი. მიღებულ ნარევს წებოდ გამოიყენებთ. ინგრედიენტების თანაფარდობის ცვლა შეიძლება. მაგალითად, თუ თუ უფრო მეტ შაქარსა და წებოს დაუმატებთ, ბურთი უფრო მყარი გამოვა.

image

2. გაბერეთ სასურველი ზომის ბუშტი. დაახვიეთ მასზე ნარევში ამოვლებული ძაფი და დადეთ გასაშრობად.
image

3. შემდეგ გახეთქეთ ნემსით ბუშტი და ფრთხილად ამოიღეთ. მიღებული ბურთულა შეგიძლიათ აეროზოლით შეღებოთ სასურველ ფერად.

ამავე მეთოდით შეიძლება ძველი საახალწლო სათამაშოების განახლება ან უსარგებლო ნათურების გალამაზება. ამგვარი სამშვენისები ძალიან ეფექტურად გამოიყურება ნაძვის ხეზე.
image

იდეები ძველი საახალწლო სათამაშოების განახლებისთვის

საახალწლო ბურთულა, რომელიც გაფორმებულია ირისის ძაფით, ტილოს ქსოვილით და გიპიურით საკმაოდ სტილურად და ჰარმონიულად გამოიყურება.
image

კიდევ ერთი ძალიან მარტივი იდეა - ძველი ბურთების გაფორმება მძივებით.



image

თუ ჩხირებით ან ყაისნაღით ქსოვა შეგიძლიათ, მარტივად შეძლებთ ნაძვის ხის ძველი სათამაშოებისთვის აჟურული "სამოსის" მოქსოვას.


image

გამოიყენეთ ბისერები დახვეწილი სთამაშოების შესაქმნელად. მაგრამ ჯერ ძველი ბურთები გადაღებეთ.
image

იკიდევ ერთი ძალიან მარტივი ვარიანტი - სათამაშოს მორთვა ციმციმებით.
image

ბუნებირივი მორთულობებიც, რომლებიც სეირნობისას შეაგროვეთ, ძველი სათამაშოების გარდაქმნისთვის შესანიშნავ მასალად გამოდგება.
image

ბავშვებს ალბათ ძალიან მოეწონებათ მორთვა საყვარელი მულტფილმის გმირების გამოსახულებების მქონე ბურთებით.
imageimageimage
აი, ასე მარტივად, სახალისოდ და მინიმალური დანახარჯებით შეიძლება მივიღოთ ძალიან ეფექტური საახალწლო მორთულობები.

ასევე საინტერესოა:


1. ულამაზესი 3D ნაძვის ხეები ორცხობილასგან - (რეცეპტები და ინსტრუქციები)

image

2. გააკეთეთ საახალწლო ორცხობილას სახლი მარტივად (დეტალური რეცეპტი და შაბლონი)

image
3. რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვის ხეს და რატომ არის იგი ქრისტიანული შობის სიმბოლო







0
990
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
990
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0