x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არ უნდა შევინახოთ მაცივარში
image


ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ მაცივარი იდეალური ადგილია პრაქტიკულად ყველა

პროდუქტის შესანახად. რისი შენახვა არ ღირს მაცივარში?


პური. მას იქ ბევრი ინახავს.ფიქრობენ, რომ დიდხანს არ დაძველდება. მართალია,


პურს ობი არ მოედება, მაგრამ სირბილესა და სიახლეს დაკარგავს, კარგი საპურე - აი,

სად უნდა ინახებოდეს პური.


კარტოფილი. მაცივარში შენახვის შემდეგ ტკბილ გემოს იღებს და ზოგჯერ ფერსაც კი

იცვლის. ასეთი კარტოფილისგან მომზადებული კერძი მდიდარია ტოქსიკური ნივთი-

ერებებით. 7-10 გრადუსი-ეს არის იდეალური ტემპერატურა კარტოფილისთვის.


ხახვი და ნიორი. გაციებასთან ბრძოლაში ჩვენ დამხმარეებს სიცივე არ უყვართ, რბილ-

დებიან. მათთვის ზომიერია გრილი ადგილი, რომელიც კარგად ნიავდება.


პომიდორი. დაბალი ტემპერატურა ამ ბოსტნეულის სტრუქტურას ცვლის და, რაც მთა-

ვარია, განუმეორებელ არომატს კარგავს. პომიდორი ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ

ეს საკმარისია.


ვაშლი. არომატი, წვნიანობა იკარგება. მისი ადგილია ლარნაკში მაგიდაზე, სხვა ხილის,

კენკრისა და ბოსტნეულისგან განცალკევებულად.


თაფლი. ის ნატურალური კონსერვანტია და სიახლის შესანარჩუნებლად დაბალ ტემპე-

რატურას არ საჭიროებს. პირიქით, სიცივეში იწყებს დაკრისტალებას. ოთახის ტემპერა-

ტურა მისთვის ოპტიმალურია.

0
153
10-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0