x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
დრო...მოდა. დროში - მოდა და ტენდენციები
ადამიანი, ვინც მაღალი მოდის დამფუძნებლად ითვლება, Charles frederic worth, პარიზში XIX საუკუნის შუახანებში ჩავიდა და მოგვიანებით საკუთარი მოდის სახლი გახსნა . კოლექციისა და კაბების შექმნისას მხოლოდ თავისი წარმოსახვითა და გემოვნებით ხელმძღვანელობდა.

ევროპელ ქალბატონებს შეეძლოთ ჰქონოდათ სპეციალურად მათთვის

შექმნილი კაბები პარიზელი დიზაინერისგან, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი საფრანგეთში არ ცხოვრობდნენ.



image


Cristian dior



თუ მოდა პარიზში დაიბადა, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მის დაბადებას წელიწადში 2-ჯერ ავღნიშნავთ: იანვრის ბოლოს და ივლისის

დასაწყისში. წვეულება 5 დღე გრძელდება და ნამდვილად საამაყო სახელს ატარებს. ფრანგულად - " Semaine d'haute couture, შექსპირის ენაზე " high fashion week" მაღალი მოდის კვირეულს ნიშნავს.

ცნება მაღალი მოდა ისევე განუყოფელია საფრანგეთისგან როგორც წითელი ღვინო, დილის კრუასანები და ეიფელის კოშკი. " couture" ნიშნავს ქალის ტანსაცმლის კერვას ან ქარგვას. " Haute" კი ელეგანტურს, უმაღლესს.


image

Elie saab spring summer 2016



მაღალი მოდა შესანიშნავი კომბინაციაა უმაღლესი ხარისხის ქსოვილების, მასალებისა და მრავალსაათიანი მუშაობის. ეს მთელი ფილოსოფიაა. მაღალი მოდის დიზაინერები მათთვისაც ნაცნობი და ახლობელია, ვინც ძალიან შორსაა მოდის სამყაროსგან. ესენი არიან გენიოსები : Cristian dior, Thierry mugler,

Cristian Lacroix, Jean-paul Gaultier. თითოეულის სტილი არის უნიკალური და მათი ნამუშევრები შეგვიძლია ხელოვნების ნიმუშებად ჩავთვალოთ. მაღალი მოდა - ეს არის ისტორია.


image



image

House of worth



დრო შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი მოდა უფრო რეალისტური, პრაქტიკული გახდა, მაინც გვახსენებს მის პრივილეგიას - მდიდრული მაღალი ხარისხის ტანსაცმელი.

დღეს პარიზის მაღალი მოდის სცენა დაპყრობილი აქვთ ახალ მეფეებს, რომლებიც გასული საუკუნის ოსტატებს ცვლიან. ჯამბატისტა ვალი, ელი სააბი, ზუჰაირ მურადი, ვიქტორ & როლფი - ეს იმ დიზაინერების მოკლე სიაა, რომლებისთვისაც მოდა ხელოვნებაა. ისინი ახალგაზრდები, ნიჭიერები და ამბიციურები არიან, ეს არის " ახალი ტალღა". მაღალი მოდის მომავალი მათ ხელშია.

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0