x
მეტი
  • 26.07.2017
  • სტატია:67916
  • ვიდეო:320531
  • სურათი:420394
თქვენ რომელს აირჩევდით?

ყოველ ჩვენგანს აქვს არჩევანის უფლება. ვაკეთებთ რა არჩევანს, ამით ვქმნით ჩვენს მომავალს. აქ მოცემულია იგავი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანი, ჩვენსავე მომავალზე და ვიდრე იგავს წაიკითხავთ, ჯერ პასუხი გაეცით კითხვაზე: არჩევანის წინაშე რომ იდგეთ, რომელს აირჩევთ სიმდიდრეს, იღბალს თუ სიყვარულს? იგავის წაკითხვის შემდეგ კი გაიგებთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ, თუ არა.


image


ქალი სახლიდან გამოვიდა და ქუჩაში, მისი ეზოს კართან, სამი მოხუცი დაინახა. სამივეს გრძელი თეთრი წვერი ჰქონდა. მან ისინი ვერ იცნო, მაგრამ მაინც უთხრა:
— მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მშივრები იქნებით. გთხოვთ, მობრძანდით, სადილს მოგართმევთ.

— მეუღლე სახლშია? — იკითხეს მოხუცებმა.
— არა, არ არის, — უპასუხა ქალმა.
— მაშინ არ შემოვალთ, — კატეგორიული უარი განაცხადეს მათ.
საღამოს, როდესაც ქმარი დაბრუნდა, ცოლმა ყველაფერი მოუყვა.
— წადი და უთხარი შემოვიდნენ, ვახშამზე დაგვეწვივნ! — უთხრა ქმარმა.
ქალი გავიდა და მოხუცები შემოიპატიჟა.
— ყველა ერთად ვერ შემოვალთ, — უპასუხეს მათ.
— რატომ? — გაუკვირდა ქალს.
ერთმა მოხუცმა მას აუხსნა:
— მას სიმდიდრე ჰქვია, — თქვა და თავის ერთ-ერთ მეგობარზე მიუთითა, შემდეგ მეორესკე გაიშვირა ხელი და გააგრძელა — ეს იღბალი არის, მე კი სიყვარული ვარ. — ამის შემდეგ კი უთხრა — ახლა წადი და შენს ქმარს მოელაპარაკე, ვის ნახვას ისურვებდით თქვენს სახლში.
ქალი წავიდა და ქმარს გადასცა მოხუცების ნათქვამი. ქმარს ძალიან გაუხარდა.
— რა კარგია!, — თქვა მან, — თუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, მოდი სიმდიდრე დავპატიჟოთ. მოვიდეს და სიმდიდრით აავსოს ჩვენი სახლი!
მაგრამ ცოლი შეეწინააღმდეგა:
— ძვირფასო, უკეთესი არ იქნება, თუ იღბალს მოვიპატიჟებთ?
მათი ქალიშვილი იქვე კუთხეში იჯდა და მშობლების კამათს უსმენდა. მან მათთან მიირბინა და უთხრა:
— იქნებ სიყვარული მოვიპატიჟოთ? მაშინ ჩვენი სახლი სიყვარულით აივსება!
— მოდი ჩვენს შვილს დავუჯეროთ, — უთხრა ქმარმა ცოლს. — წადი და სიყვარულს უთხარი, რომ ჩვენი სტუმარი იყოს.
ქალი გარეთ გავიდა და თქვა:
— სიყვარულს ვთხოვთ ჩვენი სტუმარი იყოს.
მოხუცი, სახელად სიყვარული კარისკე წავიდა. დანარჩენი ორი მოხუციც მას ფეხდაფეხ მიჰყვა. გაკვირვებულმა ქალმა ჰკითხა სიმდიდრეს და იღბალს:
— ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ მაინტერესებს, თქვენ ხომ მითხარით, რომ მხოლოდ ერთს შეეძლო სტუმრობა?
მოხუცებმა გაიღიმეს და უთხრეს:
— თქვენ რომ სიმდიდრე ან იღბალი მიგეწვიათ, დანარჩენი ორი გარეთ დარჩებოდა, მაგრამ რადგან სიყვარული აირჩიეთ, სადაც ის მიდის, ჩვენც იქ მივდივართ. იქ, სადაც სიყვარულია, ყოველთვის არის სიმდიდრე და იღბალი!

imageქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?

ბრმა სიყვარული და სიგიჟე

ცხოვრების ინსტრუქცია (ორი იგავი)

ვისაც ჩურჩული არ ესმის...

მთავარია ვინმემ დაიწყოს...

დუმილი და ნებისყოფა

მოხუცი ინდიელი ბანკში

ოთხი ცოლი (იგავი)

უდიდესი სიბრძნე

მოკლე იგავები ღრმა აზრით

იგავი პრობლემებზე

თუ გიყვართ, გაუშვით...

ყველაზე ძლიერი ამ ქვეყანაზე

იგავი ბრძენ სამურაიზე და პროვოკატორზე

იგავი ჩინელ ბრძენზე

იგავი ფუტკარზე და ბუზზე

იგავი ორ ფიფქზე

ბრძნული იგავები

ბრძნული იგავები ღრმა აზრით

ბრძნული იგავები (II ნაწილი)

ბრძნული იგავები (III ნაწილი)

ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში

ყველაზე მოკლე მოთხრობები. ნაწილი II

ყველაზე მოკლე მოთხრობები. ნაწილი III

რატომ იტყუებიან ადამიანები?

სიცოცხლის გემო

ყველაზე ძვირფასი ქვეყანაზე

სიყვარულის გამო გაღებული უდიდესი მსხვერპლი

თანამდებობით უფროსის პრივილეგია

ტურისტის ფულით გასტუმრებული ვალები

წითელი ვარდი

ორატორი

დიდი ხელოვნება

ზარი ღმერთისგან

ბედი და სამი და (იგავი)

სილამაზე სურვილით

3 ბრძნული იგავი ყველაზე მთავარზე

5 მოკლე და ბრძნული იგავი

5 იგავი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად

5 საუკეთესო ისტორია მორალით

5 ბრძნული იგავი მთავარზე

სიბრძნის კონა – I. მოკლე იგავების კრებული

სიბრძნის კონა – II ნაწილი. მოკლე იგავების კრებული

სიბრძნის კონა – III ნაწილი. მოკლე იგავების კრებული

ვილა 1 დოლარად (იგავი)

როგორ ცვლის ადამიანს გარემოს ცვლილება

იგავი სამოთხეში შესვლაზე

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ (იგავი)

განსხვავება ჭკვიანსა და სულელს შორის (იგავი)

ქვიშაზე და ქვაზე დაწერილი სიტყვები

რა უფრო მნიშვნელოვანია – წარსული, აწმყო თუ მომავალი?

იგავი ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ დაუგეგმავ ცვლილებებზე

იგავები ადამიანზე, რომლის სახელიც სიბრძნესთან ასოცირდება

ამბები სიკეთეზე, წყენაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

მიწისმთხრელი და ალმასი

გასაოცარი ისტორია

ორი იგავი თანადგომაზე

საბაზრო ღირებულება

ფინანსური თამაშები

სიზმარი

სურვილების მაღაზია

ფინჯანი ყავა

მგლის ხროვა და 3 მონადირე

შიში გაურკვევლობისადმი

იგავი მეეზოვესა და Microsoft - ზე

როგორი დამოკიდებულება აქვს სამყაროს ადამიანისადმი

ძველი აღმოსავლური ანდაზა წესრიგის დამყარებაზე

თუ არ გინდათ, რომ ცხოვრება ამაოდ გაატაროთ, ეს უნდა წაიკითხოთ

იგავი იმაზე, თუ როგორ შეუძლია მტერს, თავისდაუნებურად, სიკეთის მოტანა

როგორ მიიღო მოლამ დიდი ქოთანი, პატარა ქოთნის სანაცვლოდ

ფრთხილად იყავით ფიქრის დროს – აზრი მატერიალურია

ბედნიერების რეცეპტი მეფე სოლომონისგან

სამყაროს მთელი სიბრძნე, მეფე სოლომონისგან

თუ გინდათ, რომ წარმატებული იყოთ...

თუ გაცემა გინდათ, სიცოცხლეშივე გაეცით...

წარმატების მოპოვების აუცილებელი პირობა

ყველაზე უნიკალური ნიძლავები, მსოფლიო ისტორიის მანძილზე

ცხოვრება რომ გააგრძელოთ...

რა სთხოვა ღმერთს დედა ტერეზამ? იგავები ღმერთზე

იგავი მწუხარებაზე

ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში

3
2249
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2249
  
27 აპრილი, 23:51
ეგ ეხლა ისე გამოვიდა ორმა კაცმა ყვავი რო მოინადირა და უნდა გაეყოთ და ერთმა უთხრა მეორეს თავი მე ფეხები შენო იმან არაო ამან კაი ფეხები შენ თავი მეო :D თუ სიყვარულია იქ როგორ არის სიმდიდრე? სიმდიდრე იღბალთან კავშირშია მაგრამ სიყვარული ზედმეტია. ნუ ეხლა სულერ სიმდიდრეს თუარ გულისხმობ :D

ან იქნებ რაღაც ვერ გავიგე ან უბრალოდ არ მესმის
15 აპრილი, 18:24
იგავშიც სწორედ ეგ წერია: ,,– თქვენ რომ სიმდიდრე ან იღბალი მიგეწვიათ, დანარჩენი ორი გარეთ დარჩებოდა, მაგრამ რადგან სიყვარული აირჩიეთ, სადაც ის მიდის, ჩვენც იქ მივდივართ. იქ, სადაც სიყვარულია, ყოველთვის არის სიმდიდრე და იღბალი!"
15 აპრილი, 1:30
რა უაზრობაა......სადაც სიმდიდრეა იქ ხშირად სიყცარულიც არ არსებობს
0 1 3