x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოხუცი ინდიელი ბანკში

მოხუცი ინდიელი ბანკში შევიდა და 500 დოლარი ითხოვა სესხის სახით. ბანკის თანამშრომელმა საბუთების გაფორმება დაიწყო.

— ამ ფულით რის გაკეთებას აპირებთ? — ეკითხება ის ინდიელს.

— ქალაქში ვაპირებ წასვლას. მინდა ჩემს მიერ გაკეთებული სამკაულები გავყიდო.


image


— გირაო რა იქნება?

— არ ვიცი «გირაო» რა არის, — უთხრა ინდიელმა.

— მმ..., გირაი ისეთი რაღაცა არის, რასაც ღირებულება აქვს და შეუძლია სესხი დაფაროს. მაგალითად, ავტომობილი თუ გყავთ?

— დიახ, 1949 წელს გამოშვებული სატვირთო…

— არა, ეგ არ გამოდგება, — თქვა ბანკის თანამშრომელმა, — იქნებ, საქონელი გყავთ?

— დიახ, ცხენი მყავს…

— რამდენი წლის არის?

— არ ვიცი, კბილები აღარ აქვს, რომ დავადგინო…

ბოლოს და ბოლოს, ინდიელს სესხი გაუფორმეს 500 დოლარის ოდენობით. რამოდენიმე კვირის შემდეგ, ის ისევ მივიდა ბანკში, ამოიღო ფულის შეკვრა, გადათვალა საჭირო თანხა და დააბრუნა სესხი.

— დანარჩენ ფულს რას უპირებთ? — თავაზიანად ჰკითხა ბანკის იგივე თანამშრომელმა.

— ვიგვამში (ჩრდ. ამერიკის ინდიელთა საცხოვრებელი გუმბათისებური ქოხი) შევინახავ — უთხრა ინდიელმა.

— თქვენ შეგიძლიათ დეპოზიტი გახსნათ ჩვენს ბანკში.

— მე არ ვიცი, რა არის «დეპოზიტი» — უპასუხა ინდიელმა.

— ეს როდესაც თქვენ ჩვენს ბანკს აძლევთ თქვენს ფულს, ბანკი ზრუნავს მასზე, ხოლო როდესაც ფულის უკან დაბრუნება მოგინდებათ, შეგეძლებათ მისი წაღება…


მოხუცი ინდიელი დაფიქრდა და იკითხა:

— ბანკის გირაო რა იქნება?

image

მსგავსი თემები:

image

დიდი მოგება, მინიმალური დანახარჯებით

სკოლის მასწავლებელმა პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა...

ეს მხოლოდ ბრიტანეთში შეიძლებოდა მომხდარიყო!

კმაყოფილი ცოლი...

ქმარმა, ხუმრობით, ცოლს სთხოვა, იტალიიდან გოგო ჩამომიყვანეო...

სურვილი, რომლითაც ებრაელმა ღმერთი გააოცა

არასტანდარტული გამოცდა ანუ პროფესორის «თამაშები»

სრული ჭეშმარიტება იუმორით

ყოველდღიური ცხოვრების იუმორი სურათებით

გაიღიმეთ.... (გიფები და ფოტოები)

როგორ “ისვენებენ" და ერთობიან რუსები აგარაკებზე

თანამდებობით უფროსის პრივილეგია

ვილა 1 დოლარად

იგავი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მოლამ დიდი ქოთანი, პატარა ქოთნის სანაცვლოდ

0
1164
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0