x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
40 დღე გარდაცვალებიდან (მართლმადიდებლური სწავლება)
image


ადამიანის სულთა იმქვეყნიური მდგომარეობისა და გარდაცვლილთა საეკლესიო

მოსახსენებელ დღეებზე (გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეზე)




როდესაც ეკლესიაში მესამე დღეს მსხვერპლი შეიწირვის, სხეულთან განშორების გამო დამწუხრებული გარდაცვლილის სული მისი მფარველი ანგელოზისგან შვებას იღებს.

მის სახელზე აღსრულებული წირვა კეთილ იმედს ბადებს მასში. გარდაცვლილს

უფლება ეძლევა ორ ანგელოზთან ერთად ორი დღის განმავლობაში დედამიწაზე იქ

იყოს, სადაც მოესურვება.


ზოგიერთი სული ეძებს რა ჩიტივით თავის ბუდეს, იმ სახლის შორიახლოს

ბორიალობს, სადაც სული სხეულს განშორდა, ან კუბოს სიახლოვესაა, რომელშიც მისი

სხეული განისვენებს და ამგვარად ატარებს ორ დღეს.

image

ზოგიერთი სული კი, იმ ადგილებს აკითხავს, სადაც ჩვეულება ჰქონდა სიკეთე

ჩაედინა.


მესამე დღეს კი ის, ვინც მესამესა დღესა აღსდგა მკვდრეთით, ღმერთი

ყოველთა, ყოველ ქრისტიან სულს უბრძანებს, მისი აღდგომის მიბაძვით,

ცად ამაღლდნენ... სწორედ ამიტომ ეკლესიას აქვს კეთილი ტრადიცია მესამე

დღეს შესაწირი და ლოცვა აღავლინოს სულისთვის.



image

ღვთის თაყვანისცემის შემდეგ ბრძანებს, სულს სამოთხის საამური სავანეები და სამოთხის მშვენიერება უჩვენონ. ყოველიმე ამას ათვალიერებს რა სული ექვსი დღის

განმავლობაში და ნანახის შემოქმედს ადიდებს. სჭვრეტს რა ყოველივე ამას, იგი

იცვლება და ივიწყებს წუხილს, რომელიც სხეულში ყოფნის დროს ჰქონდა, მაგრამ თუ

ცოდვებითაა დამძიმებული, წმიდანთა ტკბობის შემხედვარე იწყებს წუხილს და

საკუთარ თავს განაქიქებს.

image
მას შემდეგ კი, რაც ექვს დღეში დაასრულებს სული მართალთა სიხარულის მოხილვას

ანგელოზთა მიერ კვლავ ღვთის თაყვანისცემისათვის აიყვანება. სოწრედ ამიტომ

ეკლესია მეცხრე დღეს გარდაცვლილისთვის შესაწირს აღავლენს.




image




მეორედ თაყვანისცემის შემდეგ ყოველთა მეუფე ბრძანებს, რათა სული ჯოჯოხეთში გადაიყვანონ და აჩვენონ მას იქ არსებული სატანჯველი ადგილები, ჯოჯოხეთის სხვადასხვა ადგილები და უკეთურთა მრავალფერი ტანჯვა, სადაც ცოდვილთა სულები განუწყვეტლივ მოსთქვამენ და აღრჭენენ კბილებს.

image

ამ სხვადასხვა სატანჯველებში სული ოცდაათი დღის განმავლობაში მიმოვალს,

ცახცახებს, რათა თავადაც იქ არ მოხვდეს განკითხვის შემდეგ.

image

მეორმოცე დღეს კვლავ ღვთის წინაშე აამაღლებენ თაყვანისცემისთვის და მაშინღა

გასაზღვრავს მსაჯული მისი საქმეების შესატყვის ადგილს. ამიტომაცაა, რომ ეკლესია მეორმოცე დღეს აღავლენს წირვა-ლოცვას გარდაცვლილის სულისთვის.




image





image

როდესაც ახლოვდებიან სამეუფო ძალნი, როდესაც მოვალს საზარელი მხედრობა,

როცა ღვთიური აღმომყვანებელნი სულისა უბრძანებეს სულს სხეული დატოვოს,

როდესაც ძალით წარმყვანებელთ მიჰყავთ გარდაუვალ სამსჯავროზე, მაშინ ყოველივე

ამის შემხედვარე საბრალო ადამიანი სულ ერთიანად ძრწის...


ღვთიური აღმომყვანებელნი, იყვანენ რა სულს, აღვლენან ჰაერთა ზედა, სადაც

მთავრობანი, ხელმწიფებანი და სოფლის მპყრობელნი (ანგელოზთა პირველი

ტრიადის სამი დასი) წინააღმდგომთა ძალთანი დგანან. ესენია - ჩვენი ბოროტი

მამხილებელნი, საზარელი მეზვერენი, აღმწერელნი (ცოდვათა), ხარკის შემკრებნი.


ისინი გზად ხვდებიან, შემხვედრი ადამიანის ცოდვებსა და ხელწერილს აღწერენ,

ათვალიერებენ და თვლიან, ცოდვებს სიჭაბუკისა და სიბერისა, ნებსითა და უნებლიეთა, აღსრულებულთ საქმით, სიტყვით და გულისთქმით.


დიდი შიშნეულობაა იქ, საბრალო სულის დიდი ძრწოლა, აღუწერელი ჭირვარამი,

რისი გადატანაც კი მაშინ მოუწევს სულს გარშემოჯარული ურიცხვი მტრისაგან,

ცილს რომ სწამებენ, რათა არ მისცენ საშუალება ცაში ასვლისა, მართალთა სინათლეში

დასახლებისა, სიცოცხლის ქვეყანაში შესვლისა.


მაგრამ წმიდა ანგელოზები აიყვანებენ რა სულს, მიჰყავთ იგი.




image




image


მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, საზვერეებად იწოდება სამსჯავროები,

ანუ ჰაერის სივრცეში დროებით გასაჩერებელი ადგილები, სადაც ბოროტი სულები

აკავებენ ახლადგარდაცვლილთა სულებს და ამხილებენ მიწიერი ცხოვრების ჟამს

ჩადენილ ცოდვებში, ვიდრე სული სხეულს გაეყრებოდა.


ქვეყნიერების აღსასრულამდე და განკითხვის დღემდე გარდაცვლილთა სულები

ანგელოზთა თანხლებით დედამიწიდან ცად აღვლენან ღვთის თაყვანისცემისათვის.

გზად ისინი ეთეროვან სივრცეს გადიან და საზვერეებში ბოროტ სულთა მიერ

განიკითხებიან.


ღირსმა თეოდორამ ვასილი ახლის მოწაფეს, გრიგორის გამოცხადებაში ამცნო, რომ საზვერეების რიცხვი ოცია.


თითოეული საზვერე თავის, განსაკუთრებული სახის, ცოდვას ამხილებს და მათ

განაწილებაში გარკვეული განსხვავებულობა შეიმჩნევა: მარტივ ცოდვათაგან ძნელად

მისატევებლამდე.


მითითებები საზვერეთა არსებობის შესახებ გვხვდება უძველეს ქრისტიანულ

წერილობით ძეგლებში, დაწყებული II საუკუნიდან (ტერტულიანედან).

მაგრამ ცხადად და ჩამოყალიბებულად, ეს სწავლება გამოხატულებას იწყებს

IV საუკუნიდან: წმ. ეფრემ ასურიდან, ათანასე ალექსანდრიელიდან,

მაკარი ეგვიპტელიდან, მაკარი ალექსანდრიელიდან, იოანე ოქროპირიდან.


image
განსაკუთრებული ძალით იგი გადმოცემულია წმ. კირილე ალექსანდრიელთან,

ხოლო შემდეგ საუკუნეებში, კერძოდ X საუკუნიდან, ღირსი თეოდორას

დაწვრილებითი მონათხრობიდან, იგი მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიურ

ცნობიერებაში უცილობელი ფორმით დამკვიდრდა. ამ სწავლებას შემდგომში არანაირი

ცვლილება არ განუცდია. იგი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ხმარებულ

ყველაზე უფრო წმინდა საგალობლებსა და ლოცვებშიც შევიდა.


image


საჭიროა საზვერეები გვესმოდეს არა უხეში, გრძნობისმიერი თვალსაზრისით,

არამედ, რამდენადაც ეს ჩვენთვის შესაძლებელია სულიერი აზრით.




image




წმ. მამათა სწავლებით საზვერეების რიცხვი ოცია. რომელიც შეიძლება ხუთ

ხარისხად დავყოთ:


პირველი:ცოდვები ჩადენილი ბაგითა და ენით


image


აქ ბოროტი სულები წარმოადგენენ ცოდვებს, რომელნიც სულს სიტყვით ჩაუდენია,

როგორიცაა: სიცრუე, ცილისწამება, დაფიცება, ფიცის გატეხვა, უქმი მეტყველება, ავისმეტყველება, ლაყბობა, ლაზღანდარობა, გინება.

ამათ მიერთვით მუცელშმაგობის ცოდვებიც: უძღებება, მემთვრალეობა,

უზომო სიცილი, არაწმინდა და შეუფერებელი კოცნა, მრუში (გარყვნილი)

სიმღერები. ერთი სიტყვით, წარმოაჩენენ ყველაფერს, რაც კი ბაგითა და ენით

შეგიცოდია.






მეორე: საცდურისა და ხიბლის ეშმაკთა - მხედველობის ცოდვები


image
აქ დემონებს ის გამოაქვთ, რაც ჩვენს მხედველობას ვნებიანად ატყვევებდა, რაც თვალს შეუფერებელი და ვნებიანი სანახაობისკენ იზიდავდა, სათაკილო ცნობისმოყვარეობისა

და აულაგმავი სახილველისკენ.






მესამე: სასმენელის ცოდვები


image

ყველაფერ იმას, რაც ცდუნებიტ აღიზიანებდა ჩვენს ყურთასმენას, და ვნებიანად ატკბობდა, რასაც იყვნენ მიჯაჭვულნი მოსმენის მოყვარულნი, ეშმაკები იმახსოვრებენ

და სამსჯავრომდე ინახავენ.






მეოთხე: საყნოსელის საცდურის ეშმაკებისა


image

ყველაფერი რაც ვნებიანად ატკბობს ყნოსვის საგრძნობელს, როგორიცაა:

კეთილსურნელოვანი ექსტრაქტები მცენარეული და ყვავილოვანი. ე.წ. სუნამოები, ნელსაცხებლები, რომელთაც ჩვეულებისამებრ საცდუნებლად

იყენებენ.







მეხუთე: ყოველთა უსჯულოებათა და საძაგელ საქმეთა, რომელნიც კი

ხელებს ჩაუდენიათ


image


დანარჩენ საზვერეებს სხვა ცოდვები ეკუთვნით, როგორიცაა: გაბოროტება,

სიძულვილი, შური, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება...



მოკლედ რომ ვთქვათ სულის ყოველ ვნებას, ყოველ ცოდვას თავისი შესატყვისი

მეზვერე და განმკითხველი ეყოლება.




image



ოცი საზვერე:


image


1. უქმადმეტყველებისა და ენაბილწობის საზვერე


2. სიცრულისა და ფიცისგამტეხლობის საზვერე


3. განკითხვისა და ცილისწამების საზვერე


4. გემოთმოყვარეობის საზვერე


5. სიზარმაცისა და უქმობის საზვერე


6. ქურდობის საზვერე


7. ვერცხლისმოყვარეობისა და სიძუნწის საზვერე


8. მევახშეობის საზვერე


9. მექრთამეობის და


10. შურის საზვერე


11. ამპარტავნების საზვერე


12. მრისხანების საზვერე


13. ძვირისმომხსენებლობის საზვერე (ბოროტებაზე ბოროტებით პასუხი)


14. კაცისკვლის საზვერე


15. გრძნეულებისა და მკითხაობის საზვერე


16. სიძვის საზვერე


17. მრუშების საზვერე


18. არაბუნებრივი გარყვნილების საზვერე


19. ურწმუნოებისა და მწვალებლობათა საზვერე


20. უგულობისა და სისასტიკის საზვერე






იხილეთ ასევე:


მსოფლიოს რელიგიები. ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანი რელიგიები


მართლმადიდებლური სამყაროს მოქმედი მეთაურები


ღმერთი სამება: – :მართლმადიდებლური კატეხიზმო


როგორ ქრებიან ათონის მთიდან წმიდა მამები და ვინ იყვნენ უხილავი ბერები


















7
4098
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
4098
  
2016, 23 ნოემბერი, 17:19
მაგ მხრივ ყველას "დარხეული" გვაქვს მეგობარო, ასე რომ, მაგაზე არ იდარდო :)

მადლობა შეფასებისთვის...
2016, 23 ნოემბერი, 16:28
"დამერხა" აქედან რამდენიმე საზვერეს მე ვერ გავივლი და იქნებ უკანვე მომაბრუნონ? :)
საინტერესო სტატიაა და ძალიან მომეწონა...
2016, 22 ნოემბერი, 12:22
მადლობა მეამეა...
2016, 22 ნოემბერი, 9:16
ძალიან, ძალიან კარგია აჩიკუნა, ხშირად უნდა ვიკითხო მსგავსი თემები აქ მაინც, თორემ ძალიან მოვდუნდი :((
2016, 21 ნოემბერი, 21:38
მადლობა მეგობარო...
2016, 21 ნოემბერი, 21:36
უმაგრესი სტატიაა
0 1 7