x
ინტერვიუ როჯერ უოტერსთან

ინტერვიუ როჯერ უოტერსთან





image



(„პინქ ფლოიდ”-ის ფლაგმანი საუბრობს
საკუთარი თავის და ჯგუფის შესახებ.ინტერვიუ ჩაწერილია მოსკოვში, 2011 წლის კონცერტის
წინ)





-მისტერ როჯერს, 90იანი
წლების დასაწყისში თქვენ განაცხადეთ რომ იყავით
საუკეთესო კომპოზიტორი მსოფლიოში.ახლაც ასე
ფიქრობთ?


უოტერსი: რას ამბობთ, მე ზუსტად ვიცი რომ აბსოლუტურად
არასდროს მსგავსი არაფერი მითქვამს...ვინ გითხრათ თქვენ ეს?


-ჩვენ გვაქვს წყარო...


უოტერსი: ეს უბრალოდ საშინელებაა.. მეტი რა შემიძლია
ვთქვა


-ნუ, ხალხი მერე ათას რამეს ლაპარაკობს


უოტერსი:ეს ხალხის უფლებაა ილაპარაკონ რაც სურთ, მაგრამ
მე გარწმუნებთ, არასდროს მითქვამს მსგავსი რამ.რაც შეეხება საქმისადმი ჩემს დამოკიდებულებას, ის
ნორმის ფარგლებშია, ხოლო მსმენელის საქმეა დაასკვნას,
გენიალურია ეს მუსიკა თუ არა..მე ვმუშაობ მსმენელზე


-არადა საინტერესოა რას ფიქრობთ თქვენ საკუთარ მუსიკაზე


უოტერსი: მე ვფიქრობ რომ ამ საქმეს საკმაოდ ხარისხიანად
ვაკეთებ


-ამბობენ რომ მომღერალი პინკი ცოლად მიყვება ადამიანს
რომელსაც ჰქვია ფლოიდი.ანუ გამოდის პინკის და ფლიოდის კავშირი.და რომ ამის გამო თქვენ
აპირებთ მათ უჩივლოთ


უოტერსი:კიდევ ერთი ნონსესი...თქვენ კვლავ მიყვებით
ისტორიას, რომლის შესახებ მე არაფერი მსმენია


-გყავთ თუ არა საყვარელი შემსრულებლები, ჯგუფები?გსმენიათ
რომელიმე რუსული ჯგუფის ან მომღერლის შესახებ?


უოტერსი:არავის რუსული შოუ -ბიზნესიდან არ ვიცნობ.მარამ
რათქმაუნდა მყავს საყვარელი შესმსრულებლები.მაგალითად ჯო კოკერი.მას შესანიშნავი ხმა აქვს!ასეთივე შესანიშნავი ხმა აქვთ ბრაიან ადამსს, ლორენ ჰილს.მე უფრო მეტად მომწონს მომღერალი კომპოზიტორები-ისინი, ვინც წერენ და მღერიან კიდეც, და არა უბრალოდ ისინი ვისაც მხოლოდ კარგი ხმა აქვს.თუკი გადავწყვეტ პოპ-მუსიკის მოსმენას, მაშინ უპირატესობას ვანიჭებ ნილ იანგს, ენდი ნიუმანს, ბობ დილანს-მათ, ვისაც უბრალოდ შესანიშნავი ხმის ტემბრი აქვთ


-მისტერ როჯერ, როგორი გრძნობაა იყო ლეგენდა და მილიონობით ადამიანის კერპი?


უოტერსი:როდესაც სცენაზე ვდგევარ და ვგრძნობ პუბლიკას, ეს
დიდებული გრძნობაა!მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს რომ აღფრთოვანებული ვარ საკუთარი
თავით.მე ვტკბები მხოლოდ პუბლიკის რეაქციით


-თქვენ ეთანხმებით მოსაზრებას რომ „კედელი“ თქვენი კარიერის
ყველაზე წარმატებული პროექტი იყო?


უოტერსი:დიახ, ეს ასეა


-არის სურვილი რომ შექმნათ რაიმე მსგავსი კიდევ ერთხელ?


უოტერსი: ვაპირებ ჩავწერო ახალი როკ ალბომი, ვმუშაობ
ოპერაზე რომელიც საფრანგეთის რევოლუციას ეძღვნება, ასე რომ საქმე თავზე საყრელად მაქვს


-მისტერ როჯერს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა რომ არ
გახდეს „კიდევ ერთი აგური კედელში“?


უოტერსი:ჩემი მიდგომა ასეთია:უბრალოდ უნდა უსმინოთ საკუთარ
გრძნობებს და მიჰყვეთ მას, თუკი ეს შასაძლებელია რათქმაუნდა.ჩემი ვაჟი ეხლა ამერიკის ერთერთ უნივერსიტეტში სწავლობს.ის გაემგზავრებისას იყო ძალიან დათრგუნული, ვერ ხედავდა აზრს ცხოვრებაში.ეს იყო ოთხი წლის უკან.ის აპირებდა სწავლის მიტოვებას, მაგრამ ამავედროს აბრკოლებდა შიში, რომ ამით დედამისს გაანაწყენებდა.მაშინ მე მას ვუთხარი: „ცხოვრებაში არსებობს ორი არცთუ იოლი

რაღაც:ერთი ესაა ის, რომ ძალიან
რთულია მიხვდე რას გრძნობ სინამდვილეში.უნდა იმოგზაურო შიგნით და მოიშორო ყველაფერი
ზედმეტი რაც საკუთარი გრძნობების დანახვაში გიშლის ხელს.როდესაც აღმოაჩენ ნამდვილ გრძნობას, შენ
დაიწყებ ცხოვრებას, ხელმძღვანელობას მისით.მეორე: უნდა გახსოვდეს რომ ეს ადვილი არაა“
შვილმა მკითხა, თუ რა მქონდა მხედველობაში.მე ვკითხე მოსწონდა მას ამ უნივერსიტეტში
თუ არა.მიპასუხა რომ არ მოსწონდა.მაშ რას აკეთებ აქ, იყო ჩემი კითხვა.ის ცოტა დაფიქრდა:
კი მაგრამ დედა... მე შეაწყვეტინე და ვუთხარი, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე თუ რას
გრძნობს დედა, არამედ იმაზე თუ რას იგრძნობს თავად, თუკი სწავლას მიატოვებს.მხოლოდ ამის
შემდეგ შეგვიძლია გავარკვიოთ სწორად მოიქეცი თუ არა შენ-ვუთხარი ბოლოს მას...აი ჩემი
პასუხი თქვენს კითხვაზე.მე ვფიქრობ ეს იყო კარგი რჩევა მისთვისაც, ჩემთვისაც და ნებისმიერი
ადამიანისთვისაც.


-რიჩარდ ბლექმორმა დაიწყო ძალიან უცნაური მუსიკის კეთება, თქვენი
კარიერა „ფლოიდის „შემდეგ კი თითქმის იმავე სტილის მუსიკით გააგრძელეთ.უცნაურად არ
გეჩვენებათ რომ ათეულობით წლების განმავლობაში ადამიანი, რომელიც არის სიტყვა „როკი“ს სიმბოლო, იწყებს შუასაკუნეების მუსიკის
კეთებას, როგორც ეს ბლექმორს დაემართა?


უოტერსი:ბლექმორი?ეს ვინაა „deep purple” ყოფილი წევრი?მე
არანაირი კომენტარის გაკეთება არ მსურს ამაზე.მე არ ვუსმენ ფარფლს, და საერთოდ პაპსას


-გულს ხომ არ გტკენთ ის ფაქტი რომ მსმენელი ისეთივე
ენთუზიაზმით არ რეაგირებს თქვენს ახალ კომპოზიციებზე, როგორც პინკებისაზე?


უოტერსი:უცნაურია მაგრამ მთელს მსოფლიოში მსმენელი უდიდეს
ინტერესს ამჟღავნებს ჩემი სოლო მუსიკისადმი.შესაძლებელია მოსკოვში სხვაგვარად იყოს, არ
ვიცი აქაური მსმენელის დამოკიდებულება ჩემი მუსიკისადმი.ვფიქრობ აქაური მსმენელი ისეთივე
ემოციონალურად შეაფასებს ჩემს ახალ სიმღერებს, როგორც
პინკებისას.


-მისტერ როჯერს, რას ელოდებით მოსკოვის კონცერტიდან?


უოტერსი:კონცერტზე იქნება 60% პინკ ფლოიდის და 40 %
უოტერსის მუსიკა.ყველა ეს მუსიკა მხოლოდ ჩემი დაწერილი არაა, ზოგიერთი მათგანის შექმნაში
ჯგუფის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.ვნახოთ რა გამოვა.მე მსმენია რომ იმ პერიოდში
როდესაც მოსკოვში დაიწყეს როკ-ენ-როლის მოსმენა, სცენასთან ყველაზე ახლოს ხვდებოდნენ
V.I.P პერსონები, ხოლო დანარჩენი ადამიანები დარბაზის სიღრმიდან ისმენდნენ.ასე
რომ ისინი, ვინც ახლოს იდგნენ გრძნობდნენ თავის განსაკუთრებულობას და არა თავად მუსიკას.ხოლო
ნამდვილად წრფელი და დამფასებელი მსმენელის რეაქციები რჩებოდა შემსრულებლისგან ძალიან
შორს.იმედი მაქვს ახლა ეს ასე აღარაა და ყველაფერი შეიცვალა

2
62
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა კევლიშვილი
ზაზა კევლიშვილი
62
  
0 1 2