x
image
მოზამბიკელი
გოგო უნდა ‘’გათხოვდეს” და მორჩა!-ანუ "გათხოვება" დამაგვიანდა

image

ბოლო დროს, ჩემი მისამართით გახშირდა ფრაზები: “უკვე დრო გაქვს”, “გიგვიანდება”, “რაღას ელოდები?” “როდის აპირებ?” “არ თხოვდები?”
ჩემი პასუხი ყოველთვის ერთიდაიგივეა: “ჯერ არა.” (თუმცა გულში ბევრად გრძელ წინადედაბას ვამბობ ხოლმე.)
ბოლო კითხვაზე განსაკუთრებულად ვრეაგირებ, იმიტომ რომ, მის შინაარს ვერ ვიგებ…
არასოდეს მდომებია გათხოვება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანი ვარ და არა ნივთი! თუმცა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ “დოგმას” ვერსად წაუხვალ: გოგო უნდა ‘’გათხოვდეს” და მორჩა!
შიშით არათითზე (თუნდაც შუაზე) ბეჭედი ვერ გამიკეთებია, მაშინვე “ჩემი ბედით დაინტერესებული” ადამიანების ყურადღებას ვიპყრობ და კითხვების ახალი ნაკადი მოდის.
მეც თითქოს ვალდებულება დაკისრებული, მოთმინებითა და კორექტული ახსნა-განმარტებით ვაკმაყოფილებ მათ უზომო ცნობისმოყვარეობას.
არადა ვინ დამაკისრა ეს ვალდებულება კაცმა არ იცის…
დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ მეც და ბევრი ჩემნაირი იმ მახინჯი საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლნი ვართ, რომლის მიხედვითაც 25 წლის შემდეგ ნებისმიერი გოგო და ბიჭი უკვე “ჩამოწერილია!”
არადა, არ მსურს ნივთად ყოფნა!
დიახ, არ მინდა გათხოვება! იმიტომ რომ დაქორწინებას ვაპირებ, ოჯახის შექმნას ვაპირებ! ცოლობას ვაპირებ! დედობას ვაპირებ!
ამ ყველაფერთან კი სიტყვა “გათხოვება” არანაირ კავშირშია!




ასევე იხილეთ:ჩემი ქმარი ანუ არავინ

5
221
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
221
  
2016, 3 დეკემბერი, 9:18
ნამდვილად :) მეც მასე ვფიქრობ :)
2016, 1 დეკემბერი, 22:24
დროა და არიქა წამზომია ჩაირთულიო ნუუ ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არა გონივრულია, დაოჯახებას სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და ამ საკითხში დაჩქარება არ ღირს.
2016, 19 ნოემბერი, 11:49
:* მადლობა საყვარელო ასე, რომ შენი წილი ბედნიერება მხოლოდ შენია და მოვა როცა ამის დრო იქნება :*
2016, 19 ნოემბერი, 11:35
მართალი ხარ მაკა :) მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ღმერთმა სულ ბედნიერი გამყოფოს
2016, 19 ნოემბერი, 11:12
ხატი საყვარელო, სწორედ 26 წლის გავთხოვდი და არასოდეს მიგრძვნია მანამდე თავი ჩამოწერილად, ხალხს უყვარს სანახაობა, მისცემ თუ არა საბაბს, მაინც მონახავენ რა თქვან და რითი განგიგმირონ გული. ამდენხანს მეც დასაოჯახებელი რომ დავდიოდი, ისეთი საშინელი ჭორი მომიგონეს, რომ ჩემი გათხოვება არ შეიძლება, შვილს ვერ გავაჩენ ისეთი პრობლემები მქონდა-თურმე. ეს რომ გავიგე მეცინა თუ მეტირა აღარ ვიცოდი. დიდი ფანტაზიის უნარები აქვთ უსაქმურ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამ ასაკში იმიტომ კი არ გავთხოვდი, რომ "შანსი" არ მქონდა, უბრალოდ მარტო გულს არ მივენდე, გონებაც მოვიკრიბე და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, დიახ სწორი- მე დღეს ბედნიერი ქალი, დედა და მეუღლე ვარ! იგივეს გისურვებ დროულად, ყველაფერს თავისი დრო აქვს და არასოდეს არაა გვიანი :*
0 1 5