x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პატრიარქი რუსეთში გაემგზავრება


image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს რუსეთში გაემგზავრება.
უწმინდესი რუსეთის პატრიარქს 19 ნოემბერს შეხვდება. 20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი პატრიარქის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართება.
ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.


0
64
შეფასება არ არის
ავტორი:jonfen
jonfen
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0