x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ღიმილი სიკვდილის წინ-სიკვდილმისჯილი პატიმრების სულისშემძვრელი ფოტოები, რომლებზეც ცრემლებს ვერ შეიკავებთ

30-ზე მეტი წლის განმავლობაში მაიკლ როქი ფოტოებს უღებდა სიკვდილმისჯილ პატიმრებს ტეხასის ციხეში.
ერთ-ერთმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ფოტოები კეთილი სახეების და ბნელი ისტორიების მქონე ადამიანებისა.
1982 წელს ტეხასში პირველად პატიმრების სიკვდილით დასასჯელად გამოიყენეს ინექცია.
შტატებში პირველად ეს მეთოდი 1964 წელს განხორცილედა და დროთა განმავლობაში ბევრ შტატში გავრცელდა.
მაიკლ როქმა 300-ზე მეტ პატიმარს გადაუღო ფოტო და უნუკალური ფოტო-მასალა შექმნა.
ფოტოებზე გადმოცემული განცდები გულგრილ ადამიანსაც კი ააღელვებს.

image

რაფაელ ჰოლიდეი


სასჯელს იხიდიდა ხანძრის გაჩენის გამო, რომელსაც 18 თვის ბავშვისა და მისი დების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფოტო გადაღებულია 2015 წლის 28 ოქტომბერს, სიკვდილით დასჯის დღეს.

image

კლივ ფოსტერი, 48 წლის


სასჯელს იხდიდა, 30 წლის ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისათვის, ფოტო გადაღებულია 2012 წლის 29 აგვისტოს, სასჯელი განხორცილედა 2012 წლის 25 სექტემბერს.

image

რობერტ ჯინ გარზა, 30 წლის

დამნაშავედ ცნეს, როგორც თანამონაწილე 4 ქალის მკვლელობაში.
ფოტო გადაღებულია 2013 წლის 24 ივლისს, 19 სექტემბერს კი სიკვდილით დასაჯეს.


image


ადამ კელი უორდი 33 წლის


2005 წელს იგი თავს დაესხა სამოქალაქო სამსახურის თანამშრომელს და დაცხრილა.
ფოტო გადაღებულია 2016 წლის 10 თებერვალს, სიკვდილით დასჯა 2016 წლის 22 მარტს განხორციელდა.

image


ჯორჯ რაივასი 41 წლის.


2000 წლის დეკემბერში ის მისი ბანდის წევრები თავს დაესხნენ ციხის თანამშრომლებს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, მოიპარეს იარაღი საწყობიდან და გაიქცნენ ციხის ავტობუსით, რომლითაც რამდენიმე ყაჩაღობა ჩაიდინეს.
ერთი-ერთი თავდასხმის დროს მათ 27 წლის ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს.
ფოტო გადაღებულია 2012 წლის 15 თებერვალს, სიკვიდლით კი 29 თებერვალს დასაჯეს.
image


ვილი ტროტი, 45 წლის


სიკვიდილით დასჯა მიუსაჯეს მისი მეუღლისა და მეუღლის ძმის მკვლელობისთვის.
ფოტო გადაღებულია 2014 წლის 30 ივლისს, სიკვდილით 10 სექტემბერს დასაჯეს.

image



ლასტერ ბოუვერი, 64 წლის


მან ციხეში 31 წელი გაატარა, ის ყველაზე ხანდაზმული პატიმარი იყო ტეხასის ციხეში, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.
იგი დამნაშავედ ცნეს 1983 წელს ოთხი ადამიანის მკვლელობაში.
ფოტო გადაღებულია 2015 წლის 20 მაისს, სიკვდილით 2015 წლის 3 ივნისს დასაჯეს.

image

ჯოზეფ რაისი, 29 წლის


1999 წელს ბრალდებულად ცნეს რობერტ რატლიფის მკვლელობაში, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ცოტა ხნით მასთან ერთადაც ცხოვრობდა.

image

ჰენკ სკინერი, 54 წლის


1993 წელს ბრალდებულად ცნეს მეგობრისა და მისი ორი ვაჟის მკვლელობაში.
ფოტო გადაღებულია 2009 წლის 16 დეკემბერს, სიკვდილით დასჯიდან სამი თვით ადრე.
image

კარლა ფეი ტაკერი, 38 წლის

იგი დამნაშავედ ცნეს მისი მეგობრის მკვლელობაში, იგი 1984 წელს დააპატიმრეს, ციხეში მან ქრისტიანობა მიიღო და მალევე ცოლად გაჰყვა ციხის მღვდელს.
მისმა ტრანსფორმაციამ მისი გათავისუფლების მოთხოვნის მსურველთა პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია, მისი შეწყალების მოთხოვნით გაეროს კომისარსა და რომის პაპსაც კი მიმართეს.
38 წლის კარლა 1998 წელს სიკვდილით დასაჯეს, ის იყო პირველი სიკვდილმისჯილი ქალი, მას შემდეგ რაც ტეხასში ინექციით სიკვდილით დასჯის მეთოდი დაინერგა.

image

3
312
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
312
  
2016, 29 ოქტომბერი, 13:00
სიკვდილით დასჯა არასდროს არ მიმაჩნდა სამართლად, თუმცა რაც მათ ჩაიდინეს უდანაშაულო ადამიანების მიმართ, გამართლება არ აქვთ ხატი. (ადრე მეც შენსავით ვიყავი, მაგრამ ეტყობა ცხოვრებამ გამაცია ასე)
2016, 29 ოქტომბერი, 9:05
მართალი ხარ მაკა, ისინი სასჯელს იმსახურებდნენ, მაგრამ ჩემი შემწყნარებლური ბუნებიდან გამომდინარე, ყველა მეცოდება...
2016, 28 ოქტომბერი, 21:17
ისინი დამნაშავეები იყვნენ, სასიკვდილოდ გაიმეტეს მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ მე პირადად მათ ფოტოებზე ცრემლი არ მომდგომია.
0 1 3