x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ გადაურჩა ასანთის ყუთის გამო სიკვდილს სიამის მეფე?
image

სიამის მეფე ჩულალონგკორნი (1868–1910) სახელმწიფოს ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ მეფედ ითვლება. სწორედ ის არის "დამნაშავე" იმ დიდებული პოლიტიკის გატარებაში, რომელმაც სიამი საფრანგეთისა და ინგლისის კოლონისტურ რეჟიმს ჩამოაშორა.


ცნობილია, რომ ჩულალონგკორნს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა. ის ასანთის კოლოფებს აგროვებდა. სიამის მეფეს რამდენიმე ათასი ასანთის კოლოფის ეტიკეტი ჰქონდა დაგროვილი. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს სიამის მეფე პირველ რიგში ახალ, განსხვავებულ კოლოფებს ეძებდა. ამჯერად უკვე მისი პრიორიტეტი განსაკუთრებული და განსხვავებული ასანთის კოლოფების პოვნა იყო.


ერთ დღეს, როცა მეფე ლონდონის ქუჩებში სეირნობდა, ჩულალონგკორნმა შეამჩნია ისეთი კოლოფი, რომელიც მის დიდ კოლექციაში არ შედიოდა. მეფე გაიქცა კოლოფის ასაღებად, თუმცა მე–20 საუკუნის დასაწყისში, როგორც მოგეხსენებათ, ლონდონში მანქანების მთელი ზღვა მოძრაობდა და ერთ–ერთმა მანქანამ მეფის ახალი აღმოჩენა გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ მანქანა სიამის მეფეს სულ სანტიმეტრებით აცდა, თუმცა ამ მომენტში მეფეს თავის სიცო


ცხლეზე მეტად კოლოფის ბედი ადარდებდა. სამეფო კარზე დაბრუნებისას ის საშინელ გუნებაზე იყო, რადგან მისთვის აბსოლუტურად ახალი ეტიკეტი განადგურებული იყო.


საინტერესოა, რომ ასანთის კოლოფების შეგროვებით სიამის მეფის გარდა, სხვა მეფეებიც იყვნენ დაინტერესებულნი. კოლოფების ყველაზე დიდი კოლექციონერი იაპონელი იოშიზავა გახლავთ (743 512).




3
219
3-ს მოსწონს
ავტორი:Scarlette
Scarlette
219
  
2016, 28 ოქტომბერი, 23:03
წარმატებები:-*
2016, 28 ოქტომბერი, 21:59
მადლობა ♥
2016, 28 ოქტომბერი, 19:58
საინტერესო ისტორიაა
0 1 3