x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ლტოლვილმა სირიიდან,რომელსაც 4 ცოლი და 23 შვილი ჰყავს შემწეობის სახით 360 ათასი ევრო მიიღო

image

გერმანიაში სირიელმა ლტოლვილმა, რომელსაც ოთხი ცოლი და 23 შვილი ჰყავს მთელი წლის განმავლობაში შემწეობის სახით 360 000 ევრო მიიღო.ამის შესახებ იუწყება Rhein-Zeitung-ი.


რამდენადაც პოლიგამური ქორწინება გერმანიაში არ ითვლება კანონიერად, სირიელ ლტოლვილს გაზია ას შესთავაზეს ერთი ცოლი გაეფორმებინა, როგორც "ძირითადი", ხოლო დანარჩები ცოლები დოკუმენტის მიხედვით არიან "მეგობრები".


როგორც გამოცემა იუწყება გაზი ა. 2015 წლიდან იმყოფება გერმანიაში და ამ ხნის განმავლობაში არსად არ უმუშავია.



"ჩვენი რელიგიის მიხედვით ვალდებული ვარ სათითაოდ მოვინახულო ჩემი ყველა ოჯახი, ამიტომ მთელ დროს თითქმის სულ მათთან ვატარებ, თუმცა მოხარული ვიქნები თუ იქნება სამუშაოზე მოწყობის შესაძლებლობა"-აღნიშნა გაზმა.


სანამ სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა იგი სამშობლოში გარაჟებს ფლობდა და ავტომობილების გაქირავებით იყო დაკავებული.


ისლამის თანახმად მამაკაცს შეუძლია ჰყავდეს 5 ცოლი იმ პირობით, რომ უნდა შეეძლოს მათი შენახვა.


მარტო 2015 წელს გერმანიამ 1, 1 მილიონი ლტოლვილი მიიღო ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.




0
286
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0