x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფრთხილად, გინება და ბილწსიტყვაობა გენებს ცვლის!

image


გინება პრაქტიკულად ყველგან ისმის, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ეს ყოვლად შეუფერებელია, _ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ოჯახში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

image
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, სამედიცინო და ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიკოსმა პ. გორიაევმა ცდების მეშვეობით დაადგინა, რომ ცილის ქრომოსომები ცოცხალი ორგანიზმის ფორმირებისთვის საჭირო მთელ ინფორმაციას ფლობენ.
მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით მან დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ცოცხალი არსების გენეტიკური აპარატი ერთნაირად რეაგირებს გარეგან სტიმულატორებზე გენების ცვლილებით. როგორ ხდება ეს? ცნობილია, რომ ადამიანი 75% წყლისგან შედგება.

image

ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები წყლის სტრუქტურას ცვლის, აწყობს მისი მოლეკულების რთულ ჯაჭვს, რითაც იცვლება მისი თვისებები, და შესაბამისად იცვლება მისი მემკვიდრეობითი კოდიც. უარყოფითი სიტყვების რეგულარული ზემოქმედებისას ხდება გენების სახეცვლა, რაც მოქმედებს არა მხოლოდ უშუალოდ
ამ ადამიანზე, არამედ მის შთამომავლობაზე. გენების სახეცვლილება აჩქარებს ორგანიზმის დაბერებას, ხელს უწყობს სხვადასხავა დაავადების განვითარებას და ამგვარად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. და პირიქით, პოზიტიური სიტყვების და აზრების ზემოქმედებით ადამიანის გენეტიკური კოდი უმჯობესდება, ფერხდება ორგანიზმის დაბერების პროცესი და სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს.

image

სლავებში გინება წყევლის ტოლფასია. მაგალითად, გინების ერთ-ერთი სიტყვა იწყება ასო «е»-ზე, რაც სლავური წარმოშობისაა და ითარგმნება როგორც „წყევლა“. ამგვარად ადამიანი, რომელიც მას წარმოთქვამს, იწყევლის თავის თავსაც და გარშემომყოფთაც. ადამიანი, რომელიც წარმოთქვამს გინების სიტყვებს, ავტომატურად მოუწოდებს ყველაფერ ბინძურს და ავადმყოფურს საკუთარ თავზე, თავის შვილებზე და მთელ თავის მოდგმაზე.

image

ხშირად, გინების მოყვარული ადამიანი გაოცებას და მწუხარებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ აწუხებს სერიოზული პრობლემები პირველ რიგში შარდ-სასქესო სისტემაზე, სხვა დაავადებებიც და ამავდროულად კვლავ აგრძელებს ბილწსიტყვაობას.

image

გინება _ ეს „ფორმატია სუსტი, გაუწონასწორებელი ადამიანისა“, რომელსაც
არ ძალუძს ცხოვრებაში თავისი ადგილის პოვნა. გინება აბინძურებს ენას, ანგრევს მის
სილამაზეს და ჰარმონიას, მიყავს პიროვნება დეგრადაციამდე.

image

ამგვარად, კიდევ ერთხელ იქნა დამტკიცებული, რომ ბილწსიტყვაობაში იმალება უდიდესი დესტრუქციული ძალა. და ადამიანს რომ შეეძლოს დაინახოს, თუ როგორი უზარმაზარი დამანგრეველი ენერგიაა მასში, რომელიც ვრცელდება გინების სიტყვებიდან ყოველ მხარეს აფეთქებული ბომბის დამრტყველი ტალღის მსგავსად, მაშინ არასოდეს აღარ წარმოთქვამდა მათ!


image

7
412
16-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
412
  
2017, 28 აგვისტო, 16:05
:-) გასაგებია....ისე, არც დავკვირვებივარ აქამდე, რომ არ იშლებოდა ტექსტი
2017, 28 აგვისტო, 16:02
)) ეხლა დავრეგისტრირდი და შევამოწმე ლინი თუ დაიდებოდა .....
წაშლის ფუნქცია რატომ არ აქვს ?
2017, 28 აგვისტო, 15:16
ვერ მიგიხვდიტ რისი თქმა გსურთ მეგობარო :-)
2017, 28 აგვისტო, 14:10
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/78276-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98-13-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/126/
2016, 27 ოქტომბერი, 19:06
მადლობა
2016, 27 ოქტომბერი, 18:59
სამწუხაროდ ტელევიზიები უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ ამ მხრივ.
2016, 27 ოქტომბერი, 18:57
ძალიან საინერესო თემებს წერთ ქალბატონო
0 1 7