x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
წარუმატებელი ექსპერიმენტის მსხვერპლი ბიჭის ტრაგიკული ისტორია, რომელიც გოგოდ აღზარდეს
ნებისმიერი გენდერული ექსპერიმენტი ყველაზე ხშირად დიდი პრობლემების სათავე ხდება.
როგორც წესი, უმჯობესია ადამიანი არ ერეოდეს ბუნებრივ პროცესებში, რადგან ხშირად ფატალურ შედეგამდე მივდივართ.
მაგალითად, როგორც ამ კაცის ცხოვრებაში მოხდა, რომელიც გაზარდეს როგორც გოგო.
1965 წლის იანვარში ამერიკულ ოჯახს შეეძინა ტყუპი ბიჭები-ბრიუსი და ბრაიანი.
ბავშვები თავიდან სრულიად ჯანმრთელები ჩანდნენ, მაგრამ მოგვიანებით მათ გამოუვლინდათ დაავადება-მათ უჭირდათ შარდვა.

image
ექიმების მიერ დაგეგმილი მარტივი ოპერაცია უცებ ფატალურად დასრულდა.
ოპერაციის დროს ქირურგის დაუდევრობის გამო ერთ-ერთ ტყუპს სასქესო ორგანო დაუზიანდა, მისი აღდგენა კი მაშინვე შეუძლებელი იყო.
ერთი თვის შემდეგ ოჯახს ფსიქოლოგმა ურჩია, რომ ბავშვისთვის სქესი შეეცვალათ და ისე აღეზარდათ როგორც გოგო.

image
ეს ფსიქოლოგი იყო ჯონ მანი-სქესის შეცვლის სპეციალისტი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა თავისი თეორიის დამტკიცებას იმის შესახებ, რომ გენდერული იდენტობა არა ბუნებაზე არამედ, აღზრდაზეა დამოკიდებული.
ექსპერიმენტის მთავარი პირობა ის იყო, რომ მშობლებს ბრიუსისთვის, შემდეგში უკვე ბრენდასთვის არასოდეს უნდა გაემხილათ სიმართლე.
ექიმს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ბრენდა გაიზრდებოდა სრულფასოვანი ქალი.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბრიუსში მკაფიოდ გამოიხატებოდა ქალური თვისებები, ხასიათიც უფრო ნაზი და დამთმობი ჰქონდა, ვიდრე მის ძმას.
როდესაც ბრენდა 9 წლის გახდა, დოქტორმა ჯონ მანიმ ჩათვალა, რომ მისი თეორია პრაკტიკულად დამტკიცებული იყო.

image
მას უკვე მომზადებული ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომი ამ თემაზე, მაგრამ 13 წლის ასაკში პირველმა პრობლემებმა იჩინა თავი, ბრენდას სიუციდისკენ მიდრეკილება აღმოაჩნდა.
ის, როგორც გოგო თავს უბედურად გრძნობდა და ხშირად რჩებოდა საკუთარ თავთან მარტო.


image
მშობლები მიხვდნენ, რომ ექიმს ამ ექსპერიმენტზე არ უნდა დათანხმებოდნენ.
საბოლოოდ ბუნებამ თავისი გაიტანა, ბრენდამ სახელი დევიდად გადაიკეთა, 1997 წელს (წარუმატებელი ექსპერიმენტიდან 30 წლის შემდეგ), მას სასქესო ორგანოს აღდგენის ოპერაცია ჩაუტარდა, ცოლიც შეირთო და სამი შვილიც შეეძინა, მაგრამ ამ ისტორიას მაინც არ ჰქონია ბედნიერი დასასრული, 2004 წლის მაისში, ცოლთან გაშორების შემდეგ, დევიდმა 38 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


image


0
561
6-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0