x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ქართველი ფეხბურთელი სპორტული პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა,თუმცა არა დადებითი კონტექსტით
image30 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი ევროპის სპორტული გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა.


პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში პლოცკის "ვისლა"(რომლის შემადგენლობაშიც გამოდის მერებაშვილი)ლენჩნის "გურნიკთან" საკუთარ მინდორზე 1:2 დამარცხდა.


კურიოზული გამოდგა ქართველი ფეხბურთელისთვის ეს მატჩი.გიორგი მერებაშვილმა მეტოქის საჯარიმოზე ჯერ მცველი მოატყუა, შემდეგ მეკარე და ბოლოს დაახლოებით 4 მეტრიდან ცარიელ კარში ბურთი ააცილა.


Eurosport-ის შეფასებით, მერებაშვილის ეპიზოდი შესაძლოა წლის საუკეთესო ვერ გამოყენებული გოლი იყოს.


"ვისლას" უიღბლობა ამით არ დამთავრებულა.პირველი გოლი მხოლოდ 85-ე წუთზე გაუშვეს, წონასწორობა ორ წუთში აღადგინეს, თუმცა მსაჯის დამატებულ წუთში შიმონ დრევნიაკმა "გურნიკს" გამარჯვების გოლი მოუტანა.





0
322
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0