x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით..."-რა უცნობ დეტალებს ამხელს მორაგბის გარდაცვლილი მეუღლის მეგობარი

image
საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივლისს მოხდა, მთელი საქართველო შეძრა. დიდი სისწრაფით მომავალი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახება საშინელი შედეგით დასრულდა. ადგილზევე გარდაიცვალნენ ერთ მანქანაში მსხდომი სამი ახალგაზრდა -25 და 26 წლის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, რომელთაც 2 წლის გოგონა დარჩათ ობლად და მათი მეგობარი, ანა ჩხაიძე. მეორე ავტომობილში კი ოთხი ახალგაზრდა-საქართველოს ჩემპიონის "ლელოს" მორაგბე გიორგი ლომინაძე და საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი მერაბ(მეკო) კვირიკაშვილი მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. შედეგად მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 4 შვილის დედა ანანო ბუაძე 31 ივლისს გარდაიცვალა, ხოლო გიორგი ლომინაძე და მისი მეურლე ახლაც რეაბილიტაციის კურსს გადიან და მათ განკურნებას კიდევ დიდი დრო სჭირდება. ავარიის შედეგად მხოლოდ მეკო კვირიკაშვილი გადარჩა ისე, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორაგბე მეკო კვირიკაშვილი სპორტს დაუბრუნდა, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მოყვა, ვინაიდან ავარიის შედეგებს მას აბრალებენ და მის სათანადოდ დასჯას მოითხოვენ.

ასეთ კრიტიკულ შეფასებებს, სოციალური ქსელის მომხმარებელი და გარდაცვლილი ანანო ბუაძის მეგობარი, ვიქტორია ეზუგბაია ეხმიანება და ზუსტ ინფორმაციას აწვდის საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მეკოს დამნაშავედ მიიჩნევს:



"არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია.
გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.
იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად, ვაზუსტებ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს! გასწრების დროს გამოვარდა მერსედესის მარკის ავტომობილი, მეკო შეეცადა აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვლა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშილის მეუღლე ანანო.
გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა, კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.
მესმის საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი რომელსაც მარტო ზრდის და უვლის, მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით.
გარედან ყოველთვის ყველაფერი სხვაგავარდ ჩანს, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული."image

0
213
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0