x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"თავდაცვის მინისტრს სამძიმარზე მოსვლა უნდა და ხმაურის გარეშე დახვდითო!"- რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე.
image
როგორც მოგეხსენებათ, 23 ოქტომბერს, გამთენიისაა 03:30 წუთზე კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე უცხო პირები შეიჭრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც თავდამსხმელები არ დაემორჩილნენ გუშაგის გამაფრთხილებელ გასროლას, მან თავდამსხმელების მიმართულებით ისროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი შეჭრილი პირი, გიგა შენგელია სისხლისგან დაიცალა და გასროლიდან სამი სათის შემდეგ გარდაიცვალა. ორი პირი კი გაიქცა და მათ ახლაც ეძებენ. გაქცეულთაგან ერთი მოკლულის ძმაა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმა გიორგი შენგელია კრწანისის ბაზაზე მსახურობდა და 15 ოქტომბერს განთავისუფლდა. არის ვარაუდები, რომ გიორგი შენგელია მეგობრის სანახავად იყო მისული. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ გარდაცვლილს რაიმე სახის იარაღი ჰქონდა.

ცხედარი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.


ამ ინციდენტს სოციალური ქსელით ეხმაურება გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:



"წუხელ გვიან ღამით ჯიხაშკარში გარდაცვლილ გიგა შენგელიას ოჯახში ლევან იზორიას თხოვნით "ტყის ძმების" მეთაური დათო შენგელია მივიდა.
თავდაცვის მინისტრს სამძიმარზე მოსვლა უნდა და ხმაურის გარეშე დახვდითო!
სამაგიეროდ, მეორე ძმის თავისუფლებაზე დატოვებაში დაგეხმარებათო.
დათო შენგელია ისეთ კაიფში იყო ფეხზე ძლივს დგებოდა, გარდაცვლილის მშობლებს მისი დაცვის ბიჭი ელაპარაკაო.
უარით გაუსტუმრებიათ ..."image

0
413
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0