x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წადი რა ჰოლანდიელო ქალბატონო, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე- სანდრა რულოვსს ირაკლი კაკაბაძე

ყველასთვის კარგად ნაცნობი, "თანასწორობის ფრონტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კაკაბაძე ხშირი მომხმარებელია სოციალური ქსელის facebook-ის. ის საკუთარ პოზიციებს ქვეყნის მიმდინარე ამბებზე "პოსტების" საშუალებით ხშირად გვამცნობს. საპარლამენტო არჩევნებმა თითქმის სამი კვირაა ჩაიარა, თუმცა დღემდე არ ცხრება ამ თემის გარშემო პოლემიკა. ირაკლი კაკაბაძემ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი, რომ რეფერნდუმს ემხრობა პოსტის საშუალებით დიდი ახსნა-განმარტებით გვამცნო. როგორც ვიცით არჩევნების მეორე ტური დაინიშნა და განსხვავებით პირველისგან, ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, როგორც ნაციონალური პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი, მონაწილეობას აღარ იღებს და ამასთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას ავრცელებს- ”მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს მათი ნდობისთვის და მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც. ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავიმარჯვე, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში მონაწილეობას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე. მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი, მთელ ზუგდიდში ძალიან ცუდი - ქურდული, კრიმინალური და წნეხის პირობებია შექმნილი და არ მინდა, ამ ხალხს კიდევ პრობლემები ჰქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში - ეს ჩემი ვალდებულებაა".
image

ქალბატონი სანდრა რულოვსის განცხადებაზე ბატონმა ირაკლიმ "ვერც ამ ჯერზე შეიკავა თავი და" შემდეგი პოსტი მიუძღვნა:

ქალბატონი რულოვსის იმპერიალიზმი

"სამწუხაროა რომ ქართველებს მუდმივად ჩრდილოური იმპერიალიზმის უღლის ქვეშ გვიწევს ცხოვრება. ეს ქალბატონი, რომელიც თავის ქვეყანაში ჩვეულებრივი ფერმერის ქალიშვილი იყო და მისგან მხოლოდ რიგით ჰოლანდიელი ბურჟუა დადგებოდა, კგბ-ს ლეიტენანტ სააკაშვილთან შეჯვარების მერე საქართველოს გვირგვინიანი დედოფალი გახდა, მილიარდობით შავი და უკანონობით ნავაჭრი კაპიტალის პატრონი და ახლა უკვე თავის ახალ კოლონიას - ინდონეზია უკვე მოინელა - ჭკუას ასწავლის ტიპიური იმპერიალისტური პოზიციებიდან. რა არის გასაკვირი იმაში რომ ზუგდიდში ადგილობრივმა კაცმა დაამარცხოს თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოფიოზი ქალბატონი ქვეყანაში. ნუ მიიღებს მონაწილეობას - და საერთოდ სჯობია იმპერიალისტებმა არ მიიღონ მონაწილეობა კოლონიზირებული ქვეყნის არჩევნებში. ზუგდიდელებმა და მეგრელებმა ძალიან კარგად იციან საკუთარი თავის დაცვა და არ სჭირდებათ ჰოლანდიელი იმპერიალისტების დახმარება იმაში, რომ გაერკვნენ ვინც არიან. სანდრა რულოვსის ლაპარაკი, გარდა იმისა რომ არის ტყუილებით გატენილი ტომარა, ისევე როგორ მისი ქმრის ყოველი სიტყვა, არის პატარა ერის შეურაცხყოფა იმპერიალისტური წარსულის და აწმყოს მქონე ქვეყნის შვილისაგან. წადით, ქალბატონო სანდრა, თავი გაანებეთ კოლონიალიზმისგან გაწვალებულ ქართველ ხალხს და მითუმეტეს ჭკუას ნუ ასწავლით მათ. თქვენს თავს და თქვენს კონტინენტს ასწავლეთ ის, რომ ნაკლებად გაძარცვონ გლობალური სამხრეთი და ნაკლები ადამიანი გააუბედურონ. მარტო უკანასკნელ 1 წელიწადში 65 მილიონი ადამიანი გამოყარეთ სახლებიდან ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილო აფრიკაში და კიდევ ვინმეს ჭკუას ასწავლით? წადი რა ჰოლანდიელო ქალბატონო, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე და შენს გაღორებულ იმპერიალისტ თანამემამულეებს მიხედე"- წერს ირაკლი კაკაბაძე.

image

5
461
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
461
  
2016, 25 ოქტომბერი, 16:19
ის ვინც ამ ბინძურ ქალს რომ მხარს დაუჭერს, ის ქართველი არაა, ის ქვეყნის მტერია
2016, 25 ოქტომბერი, 12:20
არასოდეს დამიჭერიახარი ნაციონალებისთვის და არც მომავალში ვაპირებ. კაკაბაძე რომ ჭკუის დარიგებას დაიწყებს უბრალოდ სირცხვილია. თუ ასე შეგტკივა გული საქართველოზე რატომ თქვი უარი ამ ქბეყნის მოქალაქეობაზე?
2016, 25 ოქტომბერი, 11:32
ნეტა სინამდვილეში რას ფიქრობს და რა უნდა სანდრა რულოვსს, საკითხავი, აი, ეს არის!!!
2016, 25 ოქტომბერი, 11:22
კაკაბაძე როგორი გამობრძმედილი ბოლშევიკი კომსომოლასავით ლაპარაკობ..
2016, 25 ოქტომბერი, 10:36
ირაკლი კაკაბაძე რომ ვინმეს გააქილიკებს...
0 1 5