x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჟან პიერ მელვილი

imageდებიუტანტმა კინორეჟისორმა, მელვილმა მეორე მსოლიო ომის თემას მიუძღვნა დრამა „ზღვის სიჩუმე“ . მცირე ბიუჯეტით შექმნილი ეს ფილმი კომერციულადაც მომგებიანი გამოდგა და სპეციალისტების აღფრთოვანების საგნადაც იქცა.
კოკტოს რჩევით გადაიღო ფილმი „საშინელი ბავშვები“ მელვილმა. ეს იყო ღრმად ფსიქოლოგიური ნამუშევარი, რომელიც დაეფუძნა კოკტოს ამავე სახელწოდების რომანს. სიუჟეტი მიეძღვნა და-ძმია ურთიერთობას, რაშიც მრავლად არის ექსპრესიული რეაქციები, რეპლიკები, არაბუნებრივი პოზები. კოკტო თავად მართავდა გადაღების პროცესს, მელვილი კი აღშფოთდა მას შემდეგ რაც ეკრანებზე გასული ნამუშევარი კრიტიკამ „კოკტოს ფილმად“ შერაცხა .
მელვილის „ბობი-აზარტული თამაში“ გამოირჩეოდა ორიგინალურობით და კრიტიკის ყურადღება მიიპყრო. ფილმი ძალიან იაფი დაჯდა, რეჟისორმა აჩვენა ასაკოვანი განგსტერები, პირქუში ურბანული ატმოსფერო, და როგორც ის ამბობდა ეს არ იყო პოლიციური ან განგსტერული კინოსურთი, არამედ კომედია, რომელსაც სერიოზულად არ უნდა უყურო. მან ნახევრად ირონნიული სტილი აირჩია, თავისი ავტობიოგრაფიული დეტალებით „აღჭურვა“ მთავარი გმირი რომელიც მარგინალადაა ქცეული და სავსებით რეალურად აღიქვამს მოვლენებს. მელვილი აღიარეს საკულტო ფიგურად ფრანგულ კინოში.
მელვილის ფსიქოლოგიური დრამა „მღვდელი ლეონ მორენი“ დიდებული ეკრანიზაცია გამოვიდა. ფილმი ეძღვნება ერთ პატარა ფრანგულ ქალაქს გერმანული ოკუპაციის პერიოდში . ეს ფილმი ძალიან განსხვავდებოდა მელვილის სხვა ნამუშევრებისაგან. კათოლიკეებმა იგი შეაფასეს ვითომ რელიგიურ და სინამდვილეში მავნებლურ ნაწარმოებად, ერწმუნო კაცის მიერ გადაღებულად.
„ფილმ ნუარის“ საუკეთესო ტრადიციებში იყო გადაწყვეტილი მელვილის ფილმი „სამურაი“, ადამიანის მარტოსულობაზე აგებულმა ამ ფილმმა, სადაც ბრწყინვალედ ითამაშა ალან დელონმა, მოიპოვა საერთაშორისო დონის თრილერის რეპუტაცია.
მელვილმა ერთ-ერთი როლი ითამაშა გოდარის სწრაფად და იაფად გადაღებულ ფილმში „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, რომლის სცენარიც ეკუთვნოდა ტრიუფოს. მელვილი ასევა დაეხმარა გოდარს მონტაჟში.

0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0