x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კინოპოლიტიკა აშშ-ში 50-იან წლებში

imageტელევიზიის მზარდმა პოპულარობამ საგონებელში ჩააგდო ჰოლივუდი. კინოკომპანიების უმეტესობა პირდაპირ ობსტრუქციას უწყობდა სხვადასხვა სატელევიზიო კომპანიას და უარს ეუბნებოდა კინოსურათების მიყიდვაზე ან არენდაზე. ზოგიერთი მცირე კინოკომპანია, მოგების მიზნით, მიდიოდა ამგვარ თანამშრომლობაზე. ისინი ხანდახარნ თავიანთ კინოსტუდებსაც კი უთმობდნენ ტელეპროდიუსერებს სატელევიზიო ფილმების გადასაღებად. უმუშევარი მსახიობები და ტექნიკური პერსონალი ხომ მრავლად დასაქმდნენ ტელევიზიაში.
კინოს წარმოებისა და დემონსტრირებისათვის ჩატარდა არაერთო ექსპერიმენტი, რომელთა ნაწილმა გაამართლა და დაინერგა. ჯეროვანი ყურადღება მიექცა თავად კინოთეატრებს და იმხანად დიდი ინტერესი გამოიწვია გარეუბნებში განთავსბულმა „დრაივ-ინმა“ - კინოთეატრმა ღია ცის ქვეშ, სადაც ავტომობილით შედიოდა მაყურებელი და ავტომობილიდანვე უყურებდა ფილმს უზარმაზარ ეკრანზე. ეს პრაქტიკა აშშ-ში ადრეც არსებობდა, მაგრამ მას მხოლოდ აქა-იქ თუ იყენებდნენ კინოს რეკლამისათვის. ამჯერად აშენდა ათასობით „დრავი-ინი“, რომლებსაც საკმაო აუდიტორია ეტანებოდა, თუმცა მათ მხოლოდ თბილ თვეებში შეეძლო ფუნქციონირება.
მთავრობამ წარმატებით ჩაამთავრა „ტექნიქოლორის“ მონოპოლიის წინააღმდეგ დაწყებული საქმე. ბაზარზე გამოჩნდა ფერადი ფირის სხვა ტექნოლოგიები“ რომელთაგან სიმსუბუქითა და სიიაფით ყველას ჯობდა „კოდაკის“ გამოშვებული „ისტმენქოლორი“. ის მალე გახდა საწარმოო სტანდარტი, თუმცა სხვადასხვა კინოკომპანია მას სხვადასხვა სახელს არქმევდა - „უორნერ ქოლორი“ და სხვ.
„დიდი ხუთეულისა“ და „პატარა სამეულისათვის“ გარდამავალი პერიოდი დადგა. ახალმა გამოწვევებმა მათი პოლიტიკაც შეცვალა. ისინი ცდილობდნენ თავად მიეღოთ მონაწილეობა სატელევიზიო კომპანიების მართვაში, რისთვისაც დიდძალ ფულს ხარჯავდნენ, გულდასმით აკვირდებოდნენ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ეძებდნენ გარდაქმნის საუკეთესო საშუალებებს. 1951 წელს „ოუნაიტედ არტისტსის“ დამფუძნებელმა ჩარლი ჩაპლინმა და მერი პიკფორდმა გაყიდეს ეს კომპანია. ახალმა მფლობელებმა, ნიუ-იორკელმა იურისტებმა რობერ ბენჯამინმა და არტურ კიმმა თავდაპირველად იკისრეს „იუნაიტედ არტისტსის“ და სხვათა ნკინოსურათების მსოფლიო მასშტაბით დისტრიბუცია, რაც წარმატებით განახორციელეს, ხოლო შემდგომსსი სამუშაოდ მიიწვიეს ცნობილი რეჟისორები და მსახიობები დ აუშვებდნენ კონკურენტუნაირან პროდუქციას.
1952 წლისათვის კინოტეატრებში ყოველკვირეულად დადიოდა 51მილიონი ადამიანი. ამ კატასტროფულ სიტუაციას ადგილობრივმა კინოწარმოებლებმა უპასუხეს ახალი სტრატეგიით, რათა კვლავ მიეზიდათ მაყურებელი. პირველი მათგანი იყო „სინერამა“, რაც წარმოადგენდა სტერეოხმით გაძლიერებული, ფართოფორმატიანი კინოსურათის ჩვენების სისტემას. „სინერამას“ ფილმს იღებდნენ სამი კამერით და უშვებდნენ ასევე სამი კინოპროექტორით ოვალურ ეკრანზე. „სინერამას“ პრეზენტაციაზე განაცხადეს რომ ამ ფილმით მაყურებელი მთლიანად ფილმის მონაწილე გახდებოდა. თუმცა სინერამით გადაღება ბევრ პრობლემებთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული ამიტომაც ცოტახანშიუ ის აღარ განვითარებულა.
ასევე სამგანზომილებიან ფილმებზეც მუშაობდნენ. ამაზე მუშაობა ადრეც მიმდინარეობდა მაგრამ შავ-თეთრი კინემატოგრაფის გამო ნაკლებად ეფექტური იყო. 1952 წელს ეკრანზე გავიდა სმაგანზომიებიანი ფილმი „ბვანას ეშმაკი“ რაც მაყურებელს ძალიან მოეოწნა. აიტაცეს ეს სამგანზომილებიანი სისტემა, მაგრამ მალევე დაანებეს თავი იგივე მიზეზების გამო, რაც სინერამას შემთხვევაში იყო.
1955 წლიდან წამყვანმა კინოკომპანიებმა დაიწყეს ფილმების გადაღება ტელევიზიისათვის. რა თქმა უნდა, პირველად აკეთებდნენ სატელევიზიო სერიებს, რომლებიც ეფუძნებოდა უკვე ყველასათვის ნაცნობ, პოპულარულ მხატვრულ ფილმებს, შემდგომ მათ მიაყოლეს უშუალოდ სატელევიზიო ცისფერი ეკრანისათვის განკუთვნილი დოკუმენტური, მხატვრული და სამეცნიერო პოპულარული კინოსურათები. სატელევიზიო კინოპროდუქციის ცენტრი გახდა ნიუ-იორკი.
50-იანი წლების მეორე ნახევრისათვის თანდათანობით გაიხნა ამერიკული კინობაზარი ევროპული კინოპროდუქციისათვის, რადგან ეს უკანასკნელი მსოფლიო მასშტაბით დღითი დღე იხვეჭდა პოპულარობას. ამერიკელებმა გულდასმით შეისწავლეს ევროპელების გამოცდილება კინოსურათსი სიუჟეტის აგებაში, მონტაჟის თავისებურებებში, სამსახიობო თამაშის ავ-კარგში, სარეჟისორო სტილის ნიუანსებში, რათა შედარებით მკაფიოდ და გასაგებად გადმოეცათ ამბავი. ამავე დროს ისინი ვერ ელეოდნენ თავიანთ კლასიკურ თხრობას და ამიტომ ცდილობდნენ, მასში შეეზავებინათ არსენალში გადმოღებული სიახლეები. კინორეჟისორი განიხილებოდა, როგორც შემოქმედებითი პროცესების ცენტრში მდგომი ხელოვანი, თუმცა ძირითად გადაწყვეტილებებს მაინც პროდიუსერი იღებდა. ზოგჯერ ამაში თავგასული „კინოვარსკვლავებიც“ ერეოდნენ.

0
5
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0