x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უჩვეულო და ამაზრზენი "საპნები", რომლებიც მოგხიბლავთ
ხელოვნება ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.


image

საპონი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი "პროდუქტია", რომელიც წარმოადგენს უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების- ნატრიუმისა და კალიუმის მარილების ინგრიდირებას. აქამდე თუ საპნები ჩვეულ (ოვალური ან მართკუთხედი) ფორმებში გვხვდებოდა, დღეს მასაც შეეხო ხელოვანთა გამჭრიახი გონება და წარმოგვიდგინეს თვალწარმტაცი კოსმეტიკური და ხელის საპნები, რომელთა ხილვა თქვენს აღტაცებას აუცილებლად გამოიწვევს.


1. Archie McPhee-მ გამოიგონა მწვანე საპნის აბსენტი მათთვის, ვისაც ქაფიან აბაზანაში უყვარს წოლა.


image



2. ეს საპონი კი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს ფული და არ უყვარს ხელის დაბანა. (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით) გამჭვირვალე საპონში ადვილი შესამჩნევია ამერიკული დოლარის ნამდვილი კუპიურა, რომელიც სანამ საპონი არ გათავდება, არ გათავისუფლდება.

image




3. მათრობელა საპონი "ბურბონის" დანამატებით.

image




4. საკმაოდ პოპულარული საპონი, სტილიზებული ტეტრისის ფორმებში.

image




5. ეს კი საპონი iphone-ს ფანებისთვის. ამ საპნის მწარმოებელ ფირმას აქვს ასევე iphone-სთვის დამახასიათებელი ყველა მოწყობილობის სახის საპონი- ყურსასმენი, დამტენი, სტიკერი, ჩანთა და ა.შ.

image





6. კასეტური ნაღმების ფორმის საპნები, რომელიც რა თქმა უნდა არ წარმოადგენს საფრთხეს და მხოლოდ თქვენს სისუფთავეზე ზრუნავს.

image




7. ამ საპნის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში მოთავსებულია დანის პირები.

image




8. ეს კი ბიუსტის თავების საპნები.

image




9. ამ ტკბილეულის დანახვა ვიცი ბევრს ბავშვობას მოგაგონებთ, თუმცა ეს ის არაა რაც იფიქრეთ, ესეც საპნებია მეგობრებო, რომლებიც დაამზადეს ვეგეტარიანული გლიცერინისგან.

image




10. ეს საპნები უდავოდ იპყრობს ბევრის ყურადღებას.

image




11. ნამდვილად ამაზრზენია მათი დანახვა და ბევრი თქვენგანი ალბათ არც გამოიყენებს, თუმცა მწარმოებელმა ასეთი სახელი მოუძებნა მას: "ჩემი მოსაქმებული არ ყარს".

image




12. დაიწყეთ დილა კოფეინიანი საპნით. დიახ, არ მოგესმათ, საპონი შეიცავს დიდი ოდენობით კოფეინს და დილის შხაპის შემთხვევაში თუ მას გამოიყენებთ, კანიდან შეწოვის შედეგად ორგანიზმს გაამდიდრებთ 200 მილიგრამი კოფეინით.

image




13. ბებიის "ჩანები". ამ საპნით შეგიძლიათ ნებისმიერი მეგობარი მოატყუოთ საპირველაპრილოდ ან თუნდაც ისე.

image


2
579
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
579
  
2016, 26 ოქტომბერი, 12:21
მაგარია
2016, 24 ოქტომბერი, 13:30
10, 11 და 13 -ის გამოყენებას, ჯობია დაუბანელი იყო
0 1 2