x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
5 იშვიათი არსება რომელზეც შესაძლოა არც კი გსმენიათ
imageცხოველებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ადამიანის ცხოვრებაში. მათ იყენებენ საკვებად, გამწევ ძალად, სამრეწველო ნედლეულად და სხვა. ზოგ ცხოველს ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობაში.


5 იშვიათი არსება, რომელზეც შესაძლოა არც კი გსმენიათ


5. მგელთევზა - ატლანტიკის მგელთევზა ან დემონი თევზი, მას აგრეთვე ზღვის კატასაც ეძახიან, ყველაზე გრძელი გველთევზა ანარჰიჯა დიდაეა. ეს შემზარავი თევზი სიგრძეში 1.50 მ იზრდება, წონით კი 18 კგ აღწევს, ეს ღამის მტაცებელი იკვებება პატარა თევზებით და უხერხემლოებით.


image4. სალამურა - უყბო თევზის სახეობა, რომელიც ძირითადად სანაპიროებთან ახლოს და ზღვის ფსკერზე ბინადრობს. ზრდასრული სახეობისათვის დამახასიათებელი დაკბილული ძაბრის ფორმის პირია, თავდასხმისას ის ებღაუჭება და არჭობს თავის კბილებს მსხვერპლს ისე, რომ მისი სისხლით იკვებოს. ნაკბენის დროს გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის სისხლს შედედებაში, ამიტომ მისი ნაკბენი საშიშია ადამიანისათვის.

image3. კანდირუ - ლიფსიტა თევზი პარაზიტი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. შეუძლია ადამიანის შარდის ბუშტში შეცურდეს, შემდეგ დააზიანოს ფარფლებით და იკვებოს სისხლით, რაც დიდი ტკივილის მომტანია ადამიანისათვის.

image2. პეპელა-პუდელი - ვენესუელის პეპელა-პუდელი ახალი სახეობის პეპელა გახლავთ, რომლიც აღმოაჩინა ერთ-ერთმა მეცნიერმა 2009 წელს, ტერიტორიულად გრენსაბანის რეგიონში. ის ძალიან წააგავს დიაფორამედიკის სახეობის პეპელას ან მუსლიმანურ
პეპელას, მაგრამ სავარაუდოდ ის ეკუთვნის ლეპიდოფტერანის გვარს.

image1. ლონომია - გიგანტური აბრეშუმის პეპელა, ძლიერ შხამიანი მუხლუხია და მისი შხამი ადამიანისათვის ძალიან საშიშია, ისინი ბინადრობენ ბრაზილიაში, მის შხამზე ძალიან ბევრი სამედიცინო კვლევები ჩატარდა, კვლევებმა აჩვენა, რომ ლონომიას აქვს უნიკალური შხამი, რომელიც იწვევს სისხლ-ძარღვების შედედებას და ადამიანის დასუსტებას. 1967 წელს ლონომიას შხამმა ადამიანებში ჰემორაგიული დიათეზი გამოიწვია, რასაც შემდგომ მოჰყვა ანთბითი ცვლილებები:ტკივილი, ციება, ღებინება და სისუტე. ადამიანს 24 საათის შემდეგ მძიმე სისხლჩაქცევები ეწყება. კანის, შარდის, ფილტვის და ქალას შიდა სისხლ ჩაქცევა. ლონომიას შხამი ასევე იწვევს თირკმლის დაშლასაც.

image



წყარო: „Ell Channel“

ვიდეო:

2
1515
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1515
  
2016, 22 ოქტომბერი, 14:40
გაიხარე, მადლობა)))
2016, 22 ოქტომბერი, 14:19
კაი იყო, ნიკოლოზ. ძალიან მომწონს შენი სტატიები ამბოლო ხნებში, მალე მედიატორობასაც გისურვებ. გეკუთვნის
0 1 2