x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე სახალისო და უცნაური კითხვები გასაუბრებებიდან

image


რამდენი ძროხაა კანადაში? რამდენი ბაყაყი უნდა გადაყლაპო სანამ სამსახურს იშოვი? კანდიდატები ხშირად უცნაური გამსაუბრებლების წინაშე წარდგებიან და იღებენ საკმაოდ სასაცილო ინდივიდუალურ ან ჯგუფურ დავალებებს, რაც შესაძლოა სრუალიად

უადგილო მოგვეჩვენოს, თუმცა სჯობს პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ გასაუბრების პროცესში. იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ კანდიდატზე, სტანდარტული მოსაწყენი კითხვების ნაცვლად, გამსაუბრებლები ხშირად მიმართავენ ორიგინალურ ხერხებს. გთავაზობთ 10 ძალიან სასაცილო და უცნაურ კითხვას, რომლებიც ნამდვილად დაუსვამთ კანდიდატებისთვის.


1.რომ შეგეძლოთ მოაშოროთ ერთი შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელს შეარჩევდით? (-Forrester)

2.რამდენი ძროხაა კანადაში?(-Google)
image
3.პინგვინი სომბრეროთი ამწუთას შემოვიდა ოთახში - რას გვეტყვის და რატომაა აქ?(-Clark
Construction Group)

4.მე და ჩემი ცოლი დასასვენებლად მივდივართ. სად გვირჩევდით წასვლას?(-Pricewaterhouse Coopers)

5.რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა? შეასრულეთ ის ჩვენთვის.(-LivingSocial)

6.ოდესმე მოგიპარავთ კალამი სამუშაო ადგილიდან? (-Jiffy Software)

7.აირიეთ ორი „სელებრითი“, რომლებიც თქვენი მშობლები იქნებიან. (-Urban
Outfitters)

8.სამზარეულოს ჭურჭელი რომ იყოთ, რა იქნებოდით? (-Bandwidth.com)

9. 1-დან 10-მდე როგორ შემაფასებდით როგორც გამსაუბრებელს? (-Kraft food)

10.რომ შეგეძლოთ სხვა ვინმე იყოთ, ვის აირჩევდით?


როდესაც ინტერვიუერი ასეთ არასტანდარტულ, წარმოუდგენელ კითხვას გისვამთ, რომელზეც არც კი გიფიქრიათ ოდესმე, პირველ რიგში უთხარით საკუთარ
თავს, რომ ეს დამსაქმებელი კრეატიულია და მასთან მუშაობა ალბათ საინტერესო და სახალისო უნდა იყოს; შემდეგ გაიღიმეთ და აღნიშნეთ რომ ნამდვილად საინტერესო კითხვაა, ეს დაფიქრებისთვის ცოტა დროს მოგცემთ; საბოლოოდ კი უპასუხეთ თქვენი საკუთარი მოსაზრება და არ დაიწყოთ წორი პასუხის ძიება, რადგან ის არ არსებობს. უბრალოდ თქვით თქვენი საკუთარი სიმართლე.





0
768
4-ს მოსწონს
ავტორი:Maar.ko
Maar.ko
768
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0