x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"დღეს ეს ადამიანი საავადმყოფოშია. ის დაჭრა ადამიანმა, რომლის..."

imageჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში ტრანსგენდერის დაჭრის ფაქტს ვრცელი სტატუსით ეხმიანება. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ტრანსგენდერი ქალი ზუზუ, ორთაჭალაში ორმა პიროვნებამ სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დღემდე დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა ყელის არეში და მოტეხილი აქვს სახი ძვლები.

აი, რას წერს მარიამი:
"სულ ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. როდესაც სარკეში იხედებოდა ეგონა, რომ
სხვა ადამიანს უყურებდა, - მისი ტანი აღიზიანებდა. ქვეცნობიერად ალბათ სულ
იცოდა, რომ არასწორ სხეულში მოხვდა; აი წარმოიდგინეთ, ზაფხულში,
პაპანაქება სიცხეში, კომბინიზონით რომ გამოხვალ, კარგად ჩაფუთნული. სქელი
კაშნით რომ გაქვს ნახევარი სახე დაფარული და ქუდი ყურებს და შუბლს რომ
გითბობს. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაეცნობიერებინა, და საკუთარ თავთან
ეღიარებინა დიდი დრო დასჭირდა. დიდი ხანი ტყუილში ცხოვრობდა, უბედური იყო.
სტუმარივით იყო საკუთარ სხეულში, ცხოვრებაში.
ყველაზე დიდი ძალა და გამბედაობა დასჭირდა, რომ მისი მშობლებისთვის ეთქვა, და აეხსნა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ზოგჯერ ასე ხდება და ვერანაირი ვაქცინა ამას ვერ უშველის. აეხსნა, რომ არ აქვს მნიშნელობა მეზობლები და ნათესავები რას
იტყვიან, რადგანაც მთავარი მათი შვილის ბედნიერებაა. მთავარი ის არის, რომ
მათმა შვილმა, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს. აეხსნა ის, რომ თუ
განსხვავებულია, არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლებად აქვს ცხოვრების უფლება.
აეხსნა ის, რომ განსხვავებული და არასწორი სინონიმები არ არის. მის
მშობლებს ძალიან დიდი დრო დასჭირდათ, რომ ამ ყველაფერს შეგუებოდნენ. დროის
გარდა კიდევ ბევრი უნარი, პიროვნული თვისება იყო ამისთვის საჭირო, მაგრამ,
რაც მთავარია, სიყვარული, რომელიც იმხელა იყო, რომ ეს ყველაფერი მაინც
შეაძლებინა.
ამ ადამიანმა რთული გზა გაიარა. ბევრი დრო და ბრძოლა დასჭირდა, რომ არსებობის სტადიიდან გამოსულიყო, და ცხოვრება დაეწყო. მაგრამ მან ეს ყველაფერი შეძლო.
ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ ის იმ საზოგადოებაში დაიბადა, რომლის უმრაველესობაც სინამდვილეში ერთმანეთს არ აფასებს. რომლის უმრავლესობასაც შენი ჩაქოლვა და განადგურება ურჩევნია, და მცდელობაც კი არ ექნება რომ გაგიგოს ან მოგისმინოს. რომლის უმრავლესობაც თვლის, რომ თუ მისნაირად არ ფიქრობ, ესე იგი არასწორი ხარ, რის შემდეგაც როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად შენი განადგურების უფლება აქვს. ყველაზე სამწუხარო კი არის ის, რომ სხვები, ამ ყველაფერს, ტაშის დაკვრით უფასებენ.

დღეს ეს ადამიანი საავადმყოფოშია. ის დაჭრა ადამიანმა, რომლის
"მენტალიტეტში-ც"არ ჯდებოდა ის ფაქტი, რომ ყველას აქვს ცხოვრების უფლება,
და ეს ფრაზა ინდივიდუალურად ერგება ყველა ადამიანს და ყველა ადამიანის
ცხოვრებას.
ეს გოგო, კი დარწმუნებული ვარ კეთილია. თან ძალიან კეთილი. დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაც ადამიანის მისეულ ხატს, მისეულ აღქმას არ მოერგება, ეს მისთვის არასდროს არ გახდება მისგან განსხვავებულის დაჩაგვრის მიზეზი.
მე კიდევ იმედი მაქვს, რომ ეს გოგო გამოჯანმრთელდება, და ოდესმე მიეცემა იმის საშუალება, რომ ჰომოფობიისგან გათავისუფლებულ საზოგადოებაში იცხოვროს."
image
imageimage

0
444
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0