x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
პატარა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, ფეხებით მიირთმევს საჭმელს

image

სოციალური ქსელი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. საზოგადოება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ძალიან სწრაფად იტაცებს ამა თუ იმ ამბავს და განხილვისა თუ მსჯელობის საგანი ხდება. სწორედ ამიტომ, მარტივია, რამდენიმე საათში გახდე პოპულარული და გაგიცნოს მსოფლიომ. ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში სულაც არ არის რთული, იყო ცნობილი ადამიანი. ხშირად ამას განსაკუთრებული შრომა და დამსახურებებიც კი არ სჭირდება.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დახმარებით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ახალი პატარა გმირი ყავს, რომელიც სამწუხაროდ ხელების გარეშე დაიბადა, მაგრამ მას ეს არ აბრკოლებს გააკეთოს ისეთი რაღაცეები, რასაც ბავშვების უმეტესობა თავისი ხელით არასდროს აკეთებს. პატარა ვასილინასდედამ შვილის ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ მიირთმევს ვასილინა საჭმელს ფეხების დახმარებით და ის სულაც არ განიცდის უხელოდ ყოფნას. ვიდეომ უამრავი მოწონება ძალიან მალევე დაიმსახურა არა მარტო ბავშვის მოხერხებულობის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის ბავშვები, რომელთაც არანაირი ფიზიკური ნაკლი არ გააჩნიათ,
დამოუკიდებლად, ხელითაც კი ვერ მიირთმევენ საჭმელს, არათუ ფეხით. ასე
რომ, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რისი ნათელი მაგალითიც პატარა ვასილინაა!

image


image





0
166
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0