x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ინდური სიბრძნე

image


ინდოეთი – საოცარი ქვეყანაა წარმოუდგენლად მრავალწახნაგოვანი და ზოგჯერ, ევროპელისთვის გაუგებარი კულტურით. მან მსოფლიოს არაერთი ფილოსოფოსი აჩუქა. მაგრამ, ამ ძირძველი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როდესაც ინდოელების უსასრულოდ ღრმა თვალებში იყურებით, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, რომ ყოველი მეორე აქ – ბრძენია, რომელმაც ცხოვრების არსში ჩაწვდომა შეძლო. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ არის, რომ ინდოელებისთვის მთავარი – მეგობრობა და სიყვარულია...

გთავაზობთ ამ ხალხის წიაღში მომწიფებულ ბრძნულ აზრებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ცხოვრებაში:


დიდი გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანები იდეებს განიხილავენ, საშუალო — განიხილავენ მოვლენებს, პატარა — ადამიანებს.

image

ყურადღება მიაქციეთ სტუმარს — თუნდაც ის თქვენი მტერი იყოს. ხეც კი, ცულიან ხისმჭრელს, არ ეუბნება უარს მისი ჩრდილის ქვეშ დასვენებაზე.

image

არასოდეს ყოფილა, არ არის და მომავალშიც არ იქნება ადამიანი, რომელიც მხოლოდ ძაგების ან ქების ღირსია.

image

სულელისთვის რჩევის მიცემას მხოლოდ ერთი შედეგი აქვს – ის ბრაზდება.

image

თუ ადამიანი სხვებისთვის ცხოვრობს, მისი თუნდაც მოკლე ცხოვრება ბედნიერებით არის აღსავსე.
imageიმედდაკარგული ადამიანი ნუგეშს წარსულში ეძებს, ჭკუასუსტი — მომავალში, ჭკვიანი — აწყმოში.
imageბედნიერება თავად პოულობს გზას სულით ძლიერი ადამიანებისკე.
imageბავშვი — სტუმარია თქვენს სახლში. აჭამეთ, ასწავლეთ და გაუშვით.
imageწინასწარ თავს ნუ იქებთ, როდესაც საქმეზე მიდიხართ, თავი მაშინ შეიქეთ, როდესაც დაბრუნდებით.
imageქალები — ბუნებით სწავლულები არიან, ხოლო მამაკაცები — ცოდნას წიგნებიდან იღებენ.

imageსაკუთარ თავზე გამარჯვება — ეს საუკეთესო ხერხია იმისთვის, რომ დამარცხებული არ იყოთ.

imageსიხარულით არის სავსე სამყარო მათთვის, ვინც სხვებს მტრულად და წინასწარ შექმნილი ცუდი აზრის გარეშე უყურებს.
imageთუ არ შეიძლება საფრთხის თავიდან აცილება, რა აზრი აქვს შიშს, რომელსაც ვერ დაგიცავთ?

imageთუ ჭკვიანი ხართ, ნუ შეეწინააღმდეგებით მდიდარს, ხელისუფლებას, ბავშვს, მოხუცს, ასკეტს, ბრძენს, ქალს, სულელს და მასწავლებელს.
imageსაკუთარი თავის მართვისთვის, თქვენი თავი გამოიყენეთ. ხოლო სხვებთან ურთიერთობისას — გამოიყენეთ თქვენი გული.
imageთუ ქალი ბედნიერია — მთელი სახლი ანათებს, თუ ქალი მოღუშულია — მთელი სახლი ბინდში იძირება.
imageშეიძლება დაიჭიროთ ვეფხვის ტყეში, ფრინველი ცაში, თევზი აბობოქრებულ წყალში, მაგრამ არ შეიძლება ქალის ცვალებადი გულის დაჭერა.
imageროდესაც საჭიროა სხვისთვის რჩევის მიცემა, ყველა — ბრძენი ხდება. ხოლო როდესაც საჭიროა რჩევის საკუთარი თავისთვის გამოყენება, მაშინ არც ბრძენია სულელზე ჭკვიანი.
imageარ ტოვებს კვალს ფრინველი ცაში და თევზი წყალში — ასეთივეა ჭეშმარიტი კეთილისმსურველის გზა.
imageადანიანის სამკაული — სიბრძნეა, სიბრნის სამკაული — სიმშვიდე, სიმშვიდის სამკაული — გამბედაობა, გამბედაობის სამკაული — სინაზე.
imageგონიერი ყველაფერს საკუთარი განსჯის საფუძველზე აფასებს, სულელს – ჭორების სჯერა.
imageწყენა ქვიშაზე დაწერეთ, მადლიერება მარმარილოზე ამოკვეთეთ.
imageყველაზე რთული იმაში, რომ კიბის ზედა საფეხურზე ახვიდეთ, — ის არის, რომ კიბესთან შეკრებილი ხალხის მასა გაარღვიოთ.

imageსულელი ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობს, ხოლო ჭკვიანი სიმშვიდეს ინარჩუნებს, დიადი საქმის კეთების დროსაც.
imageჩვენ არ შეგვილია ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება, მაგრამ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება, მისი სიგანის და სიღრმის მიმართებაში.

image

სიმდიდრე და ჯანმრთელობა, მეგობარი და ტკბილად მოუბარი მეუღლე, დამჯერი შვილი და სასარგებლო ცოდნა – არის 6 განძი ამ სამყაროში.

imageხუთ წლამდე შვილს ისე მოექეცით, როგორც მეფეს, 5-დან - 15 წლამდე – როგორც მსახურს, ხოლო 15 წლის შემდეგ – როგორც მეგობარს.

image

არ არსებობს მუდმივი უბედურება ან მუდმივი ბედნიერება, ისევე როგორც არ არსებობს მუდმივი აღმართი ან დაღმართი.

image

ხიჭვი, მორყეული კბილი და ცუდი მრჩეველი ძირფესვიანად უნდა მოიცილოთ – ეს არის მშვიდი ცხოვრების რეცეპტი.
imageუბედურების წამალი ის არის, რომ მასზე არ იფიქროთ. როდესაც ცუდზე ფიქრობთ, ის კი არ მიდის – უკან ბრუნდება.

image

გაიხარეთ თქვენი წილი სიხარულით, გადაიტანეთ თავს დამტყდარი უბედყრება, ყველაფერს ელოდეთ, რაც დროს მოაქვს – ისევე, რგორც მიწათმოქმედი ელოდება თავის მოსავალს.

2
770
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
770
  
2016, 30 ოქტომბერი, 12:25
საინტერესო იყო
2016, 14 ოქტომბერი, 16:16
ძალიან საინტერესო იყო, ყოჩაღ ინდოელებს!
0 1 2