x
ჯეიკობსის მეთოდი - რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ნაციონალების აქციაზე (+ვიდეო)

imageაქციების მონაწილეების დათვლისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აპრობირებულია "ჯეიკობსის მეთოდი". "ჯეიკობსის მეთოდი" - 60-იან წლებში ბერკლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორმა ჰერბერტ ჯეიკობსმა შეიმუშავა. მეთოდის თანახმად, აქციის ამსახველ ფოტო-აუდიო მასალაში მომიტინგეთა სიმჭიდროვის მიხედვით ტერიტორია კვადრატებად იყოფა. მარტივად რომ ვთქვათ არსებობს მონაწილეთა სიმჭიდროვის 3 კატეგორია (შესაბამისად 3 ტიპის კვადრატები).
A კატეგორია - 1მ² =4, 3 ადამიანი (საშუალოდ 1 კვადრატულ მეტრში 4, 3 ადამიანია განლაგებული). ესაა ძალზე მჭიდროდ განლაგებული ადამიანთა ჯგუფი, სადაც ადამიანებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია, ძალზე რთულია.
B კატეგორია - 1მ² =2, 5 ადამიანი. ადამიანები საკმაოდ მჭიდროდ არიან განლაგებულნი, აქციის მონაწილეებისთვის გვერდის ავლა შესაძლებელია.
C კატეგორია - 1მ² =1, 0 ადამიანი. აქციის მონაწილეთა განლაგება მეჩხერია.
ზემოთხსენებული შემთხვევისთვის, ტრიბუნის სიახლოვეს სიმჭიდროვე მაღალი გახლდათ და ის შესაბამისად A კატეგორიას მიეკუთვნებოდა ანუ 1 კვადრატულ მეტრზე 4, 3 ადამიანი მოდიოდა. თუმცა თუ კადრებს დავაკვირდებით ასეთ კატეგორიას მხოლოდ ტრიბუნის სიახლოვეს 10-15 მეტრი რადიუსში არსებული ტერიტორია წარმოადგენდა. ამის შემდეგ, დაახლოებით 15-20 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე სახეზე გვაქვს B კატეგორია ანუ 1 კვადრატულ მეტრზე 2, 5 ადამიანი. აქციის დანარჩენი განლაგება მეჩხერი გახლდათ და ის C კატეგორიაა ანუ 1 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრზე.
როგორც გაირკვა აქციის მონაწილეთა დაკავებული ტერიტორიის საერთო ფართობი 4000 მ²-ს წარმოადგენდა. კვადრატების პრინციპის და სხვა მეთოდების გარეშეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქციის მონაწილეთა განლაგება საშუალოდ B კატეგორიას (1მ² =2, 5 ადამიანი) არ აღემატებოდა. ავიღოთ მაქსიმუმი რაც ამ მონაცემებიდან შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ - 4000 x 2, 5 = 10 ათასი. შესაბამისად ნაციონალების აქციას მაქსიმუმ 10 ათასი ადამიანი ესწრებოდა .
image



0
341
2-ს მოსწონს
ავტორი:The Newsroom
The Newsroom
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0