საზოგადოება ,,სირცხვილია ნიკა! მეც თუ მაკადრებდი ამას არ მეგონა!'' - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა გვარამია და ანიტა რაჭველიშვილი? 2016, 1 ოქტომბერი, 13:58 ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის მოთხოვნით ინტერნეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციის ადრესატები თბილისის საკრებულო, საქართველოს პარლამენტი და თბილისის მერია არიან. ნიკა გვარმია მომღერალმა უპასუხოდ არ დატოვა და დაწერა: “ იპოდრომი-თბილისის ცენტრალური პარკი არის ჩვენი წამოწყებული! ჩემი, ოთარ ჯორჯიკიას და კიდე რამოდენიმე ადამიანის! ასე რომ თუ წერ ნიკა რამეს, გთხოვ დაკონკრეტდე! ყველამ ის იფიქრა რომ ჩვენ ვართ მოსყიდულები! და ჩვენთან წამოვიდა პრეტენზიები! ისედაც ამხელა შრომა გვიწევს რომ ორი ადამიანი დღეში დავიყოლიოთ ამ აქციებზე და ეს შენი სტატუსი არ გვეხმარება აეაფერში! შემდგომში დაკონკრეტდი რომ მე მერე მოსყიდული არ მეძახონ კარგი?! მადლობა''. რაზეც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ასე პასუხობს: “ანიტა, მე და იმ ხალხმა, ვინც აქ ვმსჯელობთ, ვიცით რასაც ვწერთ და რაზეც ვლაპარაკობთ. ძალიან გთხოვ, პარიზიდან მორალისტობას შეეშვი და გინდა ამწვანე და გინდა აყვითლე. არჩევნებია აქ და პოლარიზებულ გარემოში ვცდილობთ გავერკვეთ. შენი და ოპერის მომღერლების კამპანია არავის არ აინტერეაებს აქ. და მეორე შემთხვევაა უკვე შენი ისტერიული შემოტევის. enough is enough. და არ ვაპირებ დავკონკრეტდე, და კიდე რამე სხვა ვაკეთო, საჭიროდ თუ არ ჩავთვლი. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და რასაც საჭიროდ ვთვლი, იმაზე ვლაპარაკობ. და როგორც საჭიროდ ვთვლ. თქვენგანაა უხერხული, სადაც არ გეძახიან, და არც შუაში არ ხქრთ, იქ რო გაერჭობით, არიქა, რა თქვით ჩვენზეო''. კამათი აქ არ დასრულებულა. ნიკა გვარამიას და ოპერის მომღერალ ანიტა რაჭველიშვილის დიალოგს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1952 11-ს მოსწონს 2-ს არა
|