x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ბანგლადეშში დაიბადა ბავშვი,რომელსაც ღრმად მოხუცებულის სახე აქვს(ვიდეო)

image


ექიმების განცხადებით ახალდაბადებული ბიჭუნა იშვიათი დაავადებით იტანჯება.


ბაგლადეშში დაიბადა ბიჭუნა, რომელსაც სახე 90 წლის მოხუცივით აქვს
დაჭმუჭნული, ხოლო სხეული თმით აქვს დაფარული.ცრუმორწმუნე ქვეყანაში ბიჭუნას
დაბადება მშობლებმა მიიღეს, როგორც ღვთის რჩეულის მოვლინება და მას
"ბიჭი-სასწაული" უწოდეს.

თუმცა მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ ბიჭუნა იტანჯება ძალიან იშვიათი დაა სერიოზული დაავადებით, რომელსაც პროგერია ეწოდება.


ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები ძალიან სწრაფად ბერდებიან და
შესაბამისად სწრაფად უჭკნებათ კანი.სპეციალისტების განცხადებით მსოფლიოში
მსგავსი დაავადების სინდრომით 4 მილიონ ადამიანში ერთი იბადება.

პროგერიით შეპყრობილი ბავშვებში სიბერისთვის დამახასიათებელი სიმპტომები
ვითარდება: კანის დანაოჭება, გამელოტება, ძვლების სიმყიფე და
ათეროსკლეროზი, რასაც, როგორც წესი, სიკვდილი მოსდევს. ეს
უმეტესად ხუთიდან ცამეტ წლამდე ასაკში ხდება...

დაბერება იმდენად ჩქარდება, რომ რვა წლის ბავშვი გარეგნულად 80 წლის
მოხუცს ემსგავსება გამელოტებული თავით, დანაოჭებული კანით, უვითარდება
მოხუცებულობითი გლაუკომა ან კატარაქტა, სიცოცხლის მანძილზე გადააქვს
რამდენიმე გულის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, სცვივა კბილები...
უცნაურია ისიც, რომ
პროგერიით დაავადებული ადამიანები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

ამჟამად პროგერიით მსოფლიოში დაახლოებით 80 ადამიანია
დაავადებული.დაფიქსირებულია ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პროგერიით
დაავადებულმა პაციენტმა იაპონიიდან 27 წლამდე იცოცხლა.


0
558
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0