სხვა ვერასოდეს მიხვდებით თუ რატომ დააკავეს ეს ნორვეგიელი ტურისტი 2016, 29 სექტემბერი, 14:11 37 წლის გერმანიის მოქალაქე ბერლინში კვირა საღამოს სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მატარებელში ორი ადამიანის ჩხუბს შეესწრო. ნორვეგიელმა ტურსიტმა მატარებელში მყოფი ეთნიკურად არაბული წარმოშობის ადამიანი აითვალისწუნა და მასთან კამათი დაიწყო, ასევე მიაყენა შეურაწყოფა რომ მისი ადგილი აქ არ არის და ჰკითხა ბომბიც ხომ არ ჰქონდა თან. ამან ორივეს გაცხარება გამოიწვია რაც ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემყურე გერმანიის მოქალაქემ გადაწყვიტა გაეშველიებინა, მაგრამ ამ დროს ნორვეგილმა ტურისტმა გერმანელს ყურზე ძლიერად უკბინა და სერიოზული დაზიანება მიიაღებინა. ნორვეგიელმა ტურისტმა გერმანელს ყურის დიდი ნაწილი მოაგლიჯა. მატარებლის გაჩერებისთანავე ნორვეგიელი პოლიციამ დააკავა და მას აუცილებლად დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რამოდენიმე მუხლის საფუძველზე. 170 1-ს მოსწონს
|