x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
თქვენი "სამართლიანი სამართალი" ვატირე მე!!! - "ქართულ ოცნებას" ნინო ლაბარტყავა
მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ყველაფერს საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ facebook-ის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის საჯარო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. მორიგ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო მიწვეული სტუმრად "ნანუკას შოუში", სადაც თემად იყო "სექსი" და ნინო ძველ პოზიციაზე დარჩა, რომ საჯარო სექსი- ამორალობაა.


მას შემდეგ ამ დრომდე არ ცხრება ნინოს მხრიდან აზრებისა და პოზიციების დაფიქსირება თუ უბრალოდ სახალისო ამბების გასაჯაროვება. ორიოდე წუთია საკუთარი facebook-ის გვერდზე დადო პოსტი, რომელიც "ნაციონალისტების" ახალგაზრდა დაჯგუფების დაკავების, გასამართლებისა და არაკანონიერი ვადით სასჯელის მისჯის ფაქტს ეხება. როგორც ცნობილია ახალგაზრდებმა საკუთარი პოზიციები აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობით გამოხატეს, რის გამოც ერთ-ერთი თურქული ბარის მეპატრონის მხრიდან მომხდარა სამართალდამცავების გამოძახება და მათ მიერ კი ჯგუფის 11 წარმომადგენელის დაკავება.


ნინო ლაბარტყავას ემოციებს ახალგაზრდების "არაკანონიერად" დასჯის შესახებ, მისივე გამოხატული პოსტის საშუალებით გამცნობთ. რამდენად 100%-ნია ბრალდება და მოხდება თუ არა დაკავებულებისთვის საღამომდე სასჯელის გამოტანა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა როგორც ცნობილია სასამართლო ცოტახანში, დღის 2:00 საათზე უნდა გაიმართოს.


"ეეეეე, აახლა მოიცაააა!!! მომაწოდეს ინფორმაცია, რომ "ქართული ძალის" 11 წევრი, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვნები (!!!) არიან, 239–ე მუხლით უნდა გაასამართლონო, რომელი მუხლიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს!!!!!!
როგორც ერთ–ერთი დაკავებულის ახლობლის "ფეისბუქის" გვერდზე წავიკითხე, დაკავებულის მშობლისთვის საქმის გამომძიებელს უთქვამს, არასრულწლოვნებს სახაზინო ადვოკატი არ (!!!) ეკუთვნითო!!!
და ეს არის "ოცნების" სამართალი??? რომ ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის, ერისა და სიწმინდეების სადარაჯოზე დგანან, 4–დან 7–წლამდე შეიძლება ჩასვათ ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც თურქს თუ არაბს დაწესებულების ბანერი მიეჭეჭყა თურმე მათი მსვლელობისას??? თქვენ ხოარ გამოშტერდით?!!!!!!!!!!
დროზე გამოუშვით ბიჭები!!!!!!!! თქვენი "სამართლიანი სამართალი" ვატირე მე!!!!!!!!!! გამოუშვით დროზე!!!!!!!!"- წერს ნინო.



image


მუხლი 45. სავალდებულო დაცვა 3
სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
ა) თუ არასრულწლოვანია;
ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას ;
ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.





მუხლი 239. ხულიგნობა 2 +
ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით– ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან-ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;
გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

1
61
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
61
  
2016, 29 სექტემბერი, 13:31
ეს ის შემთხვევაა როცა ლაბარტყავას ვეთანხმები...
0 1 1