x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"მიკვირს ადამიანების, რომლებიც... არ ჩერდებიან, ენა უძვლოაო და ატყლაშუნებენ გადაყვლეფამდე."

image
ყოფილი სკანდალური ტელეწამყვანი და სპორტსმენ რამაზ ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა და მისი ოჯახი ხშირად ხვდება საზოგადოების განსჯის საგანი. ყვითელი პრესიის ფურცლებზე მის გამონათქვამებს თუ დედამთილთან ურთიერთობას აქტიურად აშუქებენ, რასაც ხატია სიჭინავას მხრიდან გაღიზიანებული რეაქციები მოყვება ხოლმე. ყოფილ ტელეწამყვანს მისი აქტიური და თამამი წარსულის გამო აკრიტიკებენ.

მაგრამ მას შემდეგ რაც ხატიამ ოჯახი შექმნა, იგი სრულიად სხვა ადამიანად იქცა, სამი გოგონას დედაა და მოსიყვარულე მეუღლე, რომელსაც ძალიან აწუხებს ის მატყუარა ადამიანები, რომლებიც მის ცხოვრებაში ცხვირს ყოფენ და არ ჩერდებიან. ასეთ ადამიანებს იგი სოციალური ქსელით მიმართავს:

"მიკვირს ადამიანების, რომლებიც წარსულს ხავსივით ეჭიდებიან... სიკეთეს სიდებილედ გითვლიან, საკუთარ ტყუილებში ჯერ თავს იჯერებენ და მერე სხვას აჯერებენ, რომლებსაც გონიათ რომ ფულის გამო შეიძლება ბევრად ძვირადღირებული ურთიერთობები გააფუჭო, გააფუჭო და მერე საუკუნოდ იმართლო თავი ვისთანაც ენა მიგიწვდება, რომლებიც საკუთარ შეცდომებზე კი არ სწავლობენ, ზემოდან ამატებენ ... რომლებიც უბრალოდ ისე ქრებიან შენი ცხოვრებიდან, რომ ყველა უკან დასაბრუნებელ ხიდს თავისი ხელით წვავენ... და მაინც არ ჩერდებიან, ენა უძვლოაო და ატყლაშუნებენ გადაყვლეფამდე. ენა უძვლოა კი, შუბლის ძარღვიც გავიგეთ რომ წელვადია, მაგრამ მასხარა რომ ხდები ჩვეულებრივი ეგ მაინც გაითვალისწინე ... კრედიტები, რომელსაც დღემდე იხდით ღმერთმა არ ქნას მართლა შეგეტენოთ ამდენ ტყუილში... რავი მე სკოლაში თავი მტკივათქო რომ ვიტყოდი. მართლა მტკივდებოდა... ტყუილები ოცნებებზე ადრე ხდება..."image

0
174
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0