x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საშუალო ბიზნესი, მისი აწმყო და მომავალი სტატია საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის
image ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოში მოქმედი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებო, ნება მომეცით მოგესალმოთ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო თქვენს ბიზნეს-საქმიანობაში.

მეგობრებო, მე თქვენ გესაუბრებით
Business Plus/ბიზნეს პლიუსი -ის სახელით. პირველ რიგში მინდა გაუწყოთ ფაქტ(ებ)ი, რამაც მაიძულა დამეწერა და თქვენთვის მომეწოდებინა ეს სტატია. პატივცემული კოლეგებო, სანამ გადავალ ძირითად საკითხზე, ნება მომეცით გავაკეთო მოკლე ექსკურსი საშუალო ბიზნესის განვითარების ანუ მისი აღზევების და დაცემის შესახებ.

სანამ ძირითად საკითხს შევეხები, მინდა მადლობა გადავუხადო ბ.პრემიერ-მინისტრს, მასზედ რომ, ესოდენ დიდი ყურადღება მიაქცია საშუალო და მცირე. ბიზნესის წარმომადგენლებს.

საშუალო და წვრილი ბიზნესი (განსაკ-ბით საშ. ბიზნესი) რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიაა, ამაზე ალბათ ბევრი დამეთანხმება.მე ამის მტკიცედ მჯერა.


მოკლედ, მეგობრებო, დავიწყოთ აღნიშნული საკითხის განხილვა შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან - შევარდნაძის პერიოდში საშუალო და მცირე ბიზნესი აყვავების გზაზე იდგა, ვითარდებოდა და თავისი მინუს-პლიუსებით მთლიანად ემორჩილებოდა ბაზრის განვითარების ბუნებრივ პრინციპებს და პირობებს, ქვეყანას ასე ვთქვათ, მცურავ მდგომარეობაში ამყოფებდა და საბოლოო ჯამში დღეისათვის ქვეყანაში საკმაოდ მაღალი შედეგი უნდა დამდგარიყო. ანუ უნდა ჩამოყალიბებულიყო ჭკვიანი და შრომისმოყვარე მსხვილ მეწარმე-ბიზნესმენთა ბევრად უფრო დიდი ჯგუფი, ვიდრე დღეს არსებობს, ასევე იმ დროისათვის არსებული წვრილი ბიზნეს-წარმომადგენლებისგან უნდა ჩამოყალიბებულიყო საშუალო ბიზნეს-წარმომადგენლების უზარმაზარი არმია, რომელიც როგორც მინიმუმი, დღეისათვის მნიშვნელოვნად შეავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს.

მაგრამ სამწუხაროდ საქმე მოლომდე ვერ მივიდა. მ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ფაქტობრივად აიკრძალა საშუალო ბიზნესი და ამით საშუალება მიეცათ დიდი ბიზნესის წარმომადგენლებს, ხელში აეღოთ ბაზრის ის სეგმენტები, რომლებსაც აკონტროლებდნენ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა ორი კლასი: მდიდრები და ღარიბები. საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად აღარ არსებობდა. ბატონებო, მსხვილ ბიზნესზე საუბარი ამით დავამთავროთ და ჩვენს პატივცემულ მსხვილ ბიზნესმენებს ვუსურვოთ წარმატებები თავიანთ ბიზნეს საქმია-ნობაში. ისინი ჩვენ თუ არა, სახელმწიფოს მაინც გამოადგებიან ქვეყნის ბიუჯეტის შევსების საკითხში, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად მივხედოთ ჩვენ საქმეს.რაც შეეხება ბიუჯეტის შევსებას, მ. სააკაშვილის მთავრობამ ამ ნაბიჯით დაკარგა ბიუჯეტის
შევსების ერთ-ერთი წყარო და დასაბამი მისცა მსხვილი ბიზნესის ხელოვნურად განვითარების ტენდენციებს, ნაწილობრივ ამის გამო კი მთავრობა იძულებული გახდა ბიუჯეტის შევსების წყაროები ეძებნა ქვეყნის გარეთ, რამაც წარმოშვა ქვეყნის მრავალ-მილიარდიანი სახელმწიფო ვალის ნაწილი.

პატივცემულო საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებო, ნება მომეცით გაგახსენოთ ჩვენი მთავრობის სურვილი, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხები.
მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მივესალმები, რა თქმა უნდა თქვენთან ერთად, ბატ. პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილს ბნელეთიდან გამოიყვანონ მცირე და საშუალო ბიზნესი.

რაც შეეხება საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს,
თქვენთან მაქვს ასეთი შემოთავაზება, თუ გაგიგონიათ ერთი გამოთქმა არსებობს
„კაცი იხრჩობა წყალში და ღმერთს შესძახა მიშველეო, ღმერთმა კი უპასუხა ხელი გაანძრიე და გეშველებაო “.
რისი თქმა მინდა ამით, მთავრობიდან სიგნალი შემოვიდა და მოდით გავაქტიურდეთ და დავანახოთ მთავრობას, ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, რომ ჩვენ დიდი ძალა ვართ და ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია.

1. ამისათვის საწყის ეტაპზე ერთად შევქმნათ ე.წ. ინტერნეტ-ვირტუალური ბიზნეს-ჰოლდინგი. ამისათვის, როგორც მინიმუმი, უნდა გქონდეთ ფეისბუქ-გვერდი მაინც თუ საიტი არა.

2. შეძლებისდაგვარად აქტიური ურთიერთობა ვიქონიოთ ერთმანეთთან, ერთობლი-ვად დავგეგმოთ და განვახორციელოთ რაიმე კონკრეტული, თუნდაც საწყის ეტაპზე მცირე პროექტი, ღონისძიება, დიდზე მერე ვიფიქროთ, რაიმე კონკრეტულ საკითხებში გარკვევის ან საქმის გაკეთების დროს, რასაც მარტო თქვენ ვერ ერევით, ერთმანეთს დავუძახოთ და ა. შ. მოკლედ, მივეხმაროთ და გავქაჩოთ ერთმანეთი. ამით ყველა ერთად დავრჩებით მოგებულები. შედეგად ქვეყანაც მოგებული იქნება.
თუ ეჭვი გეპარებათ ამაში, ვცადოთ მაინც.
3. არ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს.ეს ხომ უკან გადადგმული ნაბიჯია.
4. მივეხმაროთ ერთმანეთს საქმიანობის რეკლამაში ანუ გავცვალოთ და ერთმანეთში გაცვალეთ ერთმანეთის ფ/გ-ბის გაზიარებები და მოწონებები, მიუხედავად იმისა თუ ვის რამდენი მოწონება და გაზიარება აქვს დაგროვილი. და ა. შ. ანალოგიური ქმედება გავიმეოროთ საიტებთან მიმართებაშიც.
სხვათაშორის ამ საკითხებთან დაკავშირებით მე უკვე დაწყებული მაქვს მოქმე-დება ცალმხრივად. პასუხი კი სამწუხაროდ ჯერჯერობით პასიურია, არადა ამით ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით ერთმანეთს.
მედია საშუალებების საყურადღებოდ!!!
აქვე დავძენ ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთი გასაღები არის თქვენს ხელში პატივცემულო პრესის წარმომადგენლებო. ეს ეხება ყველას, როგორც ჯერ
ინტერნეტ-ჟურნალ/გაზეთებს და, წარმატების შემთხვევაში, შემდეგ ნაბიჯებზე სხვა მედია საშუალებებს. ასე რომ, ბატონებო, თუ შემომირთდებით (შემოგვი-ერთდებით) დიდი მადლობელი ვიქნები. ამით თქვენც მოიგებთ და ჩვენც. საბოლოო ჯამში კი ჩვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა მოიგებს.
მთავრობის საყურადღებოდ!!!
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მთავრობის წევრებო! მართალია თქვენთან ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ მინდა იმედი ვიქონიო, რომ საჭირო დროს ჩვენ თქვენგან მივიღებთ აქტიურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. დანარჩენი ჩვენ ვიცით რასაც ვიზამთ.
დავით დავითლიძე.




















3
96
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით დავითლიძე
დავით დავითლიძე
96
  
2016, 28 სექტემბერი, 10:02
რაც შეეხება კონფედენციალურ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ საწყის ეტაპზე, ამდაგვარ საკითხებზე ვისაუბრებთ პირისპირ.
2016, 28 სექტემბერი, 9:59
ან დაწერეთ კომენტარებში და აქ ვისაუბროთ მანამდე ელ.ფოსტაზე business_plius@inbox.ru ან ფეის/გვერდზე " Business Plus/ბიზნეს პლიუსი " მომაწოდეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია, ვინ ხართ და რა ბიზნესსაქმიანობით ხართ დაკავებული.
2016, 28 სექტემბერი, 9:53
პატივცემულო კოლეგებო საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებო, მინდა გითხრათ, რომ ეს უბრალოდ სტატია არ არის, (დიდი ბოდიში და უკაცრავად გამოთქმაზე მაგრამ მე ხელები არ მექავებოდა ამას რომ ვწერდი) ჩემი მიზანი სხვა რამეა, მსურს თქვენთან ერთად შევქმნა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც მოითხოვს თქვენგან ნებაყოფილობით თანხმობას, ეს წარმონაქმნი ჩვენ მოგვცემს დიდ შესაძლებლობებს ჩვენი ბიზნეს-საქმიანობის, ბიზნეს-წარმონაქმნების გაფართოების კუთხით, გამომეხმაურეთ აუცილებლად ამ სტატიაში ყველაფერს ვერ დავწერდი. დავით დავითლიძე. Skupe: gipoki1
0 1 3