x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ნოვოსიბირსკში მოზარდი 23-ე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა
image

წინასწარი მონაცემებით 16 წლის ბიჭი ფხიზელი იყო.შემთხვევა ნოვოსიბირსკში, ბელოვეჟსკის ქუჩაზე მოხდა.


როგორც დადგინდა, ბიჭს სურდა თავის მეგობარი გოგონას გაოცება ან შეშინება. მრავალსართულიანი კორპუსის 23-ე სართულიდან იგი აივანზე გადაძვრა და რიკულს ცალი ხელით დაეკიდა, თუმცა თავი ვეღარ შეიმაგრა და ძირს ჩავარდა.

image


ბიჭი ეზოში მდგარ Renault Logan-ს ზედ დაეცა, რამაც ოდნავ შეამსუბუქა დაცემა.


"ჯერ ყვირილი გავიგეთ, შემდეგ კი დაცემის ხმა, მაშივე მივხვდით რაც ხდებოდა.სასწრაფო მალე მოვიდა, ბიჭი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო"-აცხადებენ თვითმხილველები.

image

შემთხვევის ადგილიდან სასწრაფომ მოზარდი ბიჭი 34-ე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განცხადებით, მრავლობითი ტრავმების მიუხედავად მისი მდგომარეობა სტაბილურია.მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, მასალები საგამომძიებლო კომიტეტს გადაეცა.


image



0
452
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0