x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ელისო კილაძის სამარცხვინო კომენტარი სააკაშვილს live-ს დროს

imageსაქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ოდესიდან თავის მხარდამჭერებს "ფეისბუქის" მეშვეობით მიმართა. სააკაშვილი სოციალური ქსელში პირდაპირი ჩართვით იმყოფებოდა და მომხმარებლების შეტყობინებებს პასუხობდა. უნდა ითქვას, რომ ექს-პრეზიდენტის პირდაპირმა ჩართვამ მოცემული მომენტისთვის დიდი გამოხმეურება ვერ გამოიწვია და მისი მაყურებლების მაქსიმალურმა რაოდენობამ მხოლოდ 7 200 მიაღწია (შენიშვნა : დღეისთვის ვიდეოს მაყურებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა).
პირდაპირი ჩართვისას სააკაშვილს დითირამბების გარდა დიდი რაოდენობით კრიტიკის და ლანძღვა-გინების შემცველი კომენტარების წაკითხვა მოუხდა, რაც არაერთხელ თვითონაც აღნიშნა.
ერთ-ერთი საყურადღებო და ქება-დიდების აღმნიშვნელი კომენტარი სააკაშვილს ცნობილმა ჟურნალისტმა და გაზეთ “ქრონიკა+ის" რედაქტორმა ელისო კილაძემ მიუძღვნა:
"გულწრფელად გეტყვით, მესიჯები მომეწონა.ყველაზე მეტად ის რომ შეცდომებზე ფიქრობთ და ამბობთ, რომ შეიცვალეთ !მე დაგიჯერეთ ..." - დაწერა კილაძემ.
image


image



P.S. ფაქტია, რომ დაუწერელი თუ დაწერილი ჟურნალისტიკური ეთიკის თანახმად, ყველა მოქმედ ჟურნალისტს ეკრძალება ნებისმიერი პოლიტიკოსის მხარდაჭერის ასე ღიად დაფიქსირება, განსაკუთრებით მისი პოლიტიკური განცხადებების შეფასებისას (მიხეილ სააკაშვილის პიროვნებაზე აღარაფერს ვამბობთ). შეიძლება ითქვას, რომ ელისო კილაძემ ამ განცხადებით სამარცხვინო და ჟურნალისტისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა.

2
1821
3-ს მოსწონს
ავტორი:The Newsroom
The Newsroom
1821
  
2016, 25 სექტემბერი, 16:53
ეგ რბილად ნათქვამია . კილაძის საქმიანობა ჟურნალისტიკის სირცხვილია
2016, 25 სექტემბერი, 12:35
სამწუხაროდ ეს ქალბატონი მკვეთრადაა რეალობის გზას და გეზს აცდენილი...
0 1 2