x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
,,ცომგამოცლილი მზია", ,,გუდიყველა თენგო'', ,,სოსკა გიორგა'' - ახალი კახური მეტსახელები, რომლებიც ძალიან გაგახალისებთ
შეგახსენებთ, აკა სინჯიკაშვილი ცნობილია როგორც ბლოგებით, ასევე ესეებით. მისი სტატუსები დიდი პოპულარობით სარგებლობს "ფეისბუქზე".

როგორც ვიცით, ყველა კუთხის მაცხოვრებლებს საკუთარი, დამახასიათებელი იუმორი აქვთ. ამ იუმორიდან გამომდინარე, ისინი ერთმანეთს ძალზედ საინტერესო მეტსახელებს უგონებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა კახეთი.

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი კახური მეტსახელების ახალ ჩამონათვალს სთავაზობს მისი იუმორის თაყვანისმცემლებს:
"დაგპირდით და სულ ახალი მეტსახელები გურჯაანიდან, სიღნაღიდან, წნორიდან და ლაგოდეხიდან :
მზიაზე გული წამივიდა
"ბრაზილია თენგო" - ცოლი მოიყვანა, გაშორდა და მერე იმის და მოიყვანა ცოლად.
"ცომგამოცლილი მზია" - აჭარელია და გამხდარი
"აიფონა თემურა" - ვაშლის ბაღი დაესეტყვა და არცერთი დარჩა მთელი.
"ექიმი გურამა" - ქუჩაში ცუდად გამხდარა ვიღაცა, ამან რაღაც წამალი დაალევინა და ის კაცი მაშინვე მოკვდა.
ვიბრო "ზაურა" - ლოთია და ხელები უკანკალებს.
"სოსკა გიორგა" - ძაან დიდი ტუჩები აქვს და გგონია სულ სოსკა უდევს.
"გუდიყველა გელა" - სახეზე კანი აქვს რაღაცნაირი დახვრეტილი.
"ერეკლე გოგიტა" - ზურგზე დიდი ტატუ აქვს და აწერია "KING"
"დიკაპრიო ლევანა" - თეატრალურში ჩავაბარეო ორი წელი იტყუებოდა.
"ქარხანა ჟანა" - 5 წლია გათხოვდა და სულ ორსულადაა.
"დედისტ**ნა ნორა" - მოხუცი ქალია და სულ იგინება
"ტრუსიკიანები" - დამსვენებელ ოჯახს დაარქვეს. სარწყავ არხზე კუპალნიკებით დადიან"

image


ასევე იხილეთ აკა სინჯიკაშვილის მიერ გამოქვეყნებული სხვა კახური მეტსახელებიც: "ქრისტე ჯემალა" - მკვდარი ეგონათ და მესამე დღეს გაიღვიძა.

"ზიდანა ნათელა" - თმა გასცვივდა ნახევრად.

"გამაიღე ანზორა" - ცხრა შვილი ჰყავს.

"ცვრიანი კაკო" - ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწვა.

"აგენტი მიშა" - არ ესმის და სულ ყურის აპარატი უკეთია.

"მიქელა დალი" - სამი ქმარი ჰყავდა და სამივე მოუკვდა.

"ძროხა გია" - ხორცს არ ჭამს.

"ჩაწეული ვანო" - ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს.

"თოფილულა გურამა" - დიდი ცხვირის ნესტოები აქვს.

"ქართველი რეზო" - ცოლი რუსი ჰყავს და დედა სომეხი.

"უკრაინა ზვიადა" - ყვითელი თმა აქვს და ლურჯი სახე ლოთობისგან.

3
1529
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1529
  
2016, 25 სექტემბერი, 22:37
როგორ კარგად ჩანს კახური იუმორი ამ მეტსახელებში!
2016, 7 სექტემბერი, 19:46
აკა ზე კაცია :)
0 1 3