x
image
ლევანი სიჭინავა
15 წლის დიაბეტის მქონე ბიჭი გარდაიცვალა,რადგან მისმა მშობლებმა სამედიცინო დახმარების გაწევას ლოცვა ამჯობინეს

15 წლის კანადელი ბიჭუნა ალექსი, რომელიც დიაბეტით იტანჯებოდა და მაქსიმალურად იყო დამოკიდებული ინსულინზე გარდაიცვალა იმის გამო რომ მისმა რელიგიურმა image
მშობლებმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადეს.

ბიჭის მშობლებს მიღებული გადაწყვეტილების გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ განძრახი უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულისთვის და როგორც პროკურორმა განაცხადა მშობლებმა უბრალოდ ბავშვს სიცოცხლისთვის აუცილებელი ინსულინი არ მისცეს რამაც მალევე მისი გარდაცვალება გამოიწვია.


ალექსს 3 წლის ასაკში დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს, ასე რომ მისი გლუკოზის დონის რეგულირებისთვის საჭირო იყო ინსულინის დროგამოშვებით მიცემა რასაც ალექსის მშობლები თავდაპირველად ასრულებდნენ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ბავშვის გაუარესება სწორედ ინსულინის ბრალი იყო, ასე რომ მათ ნამდვილ სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადეს და ალექსის ბედი ღმერთს მიანდეს.


რა თქმა უნდა ინსულინის გარეშე ალექსის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, 15 წლის ასაკში იგი იმდენს იწონიდა რასაც ჩვეულებრივი 4 წლის ბავშვი იწონის. საბოლლოდ ალექსის ორგანიზმი ძალიან დასუსსტდა და ინსულინის გარეშე 15 წლის ალექსი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. რაც ძალიან საინტერესოა, როდესაც ალექსი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა მისმა მშობლებმა სასწრაფოში დარეკვას ან ინსულინის მიცემას ლოცვა ამჯობინეს, მაგრამ როდესაც შეამჩნიეს რომ ბავშვი სიკვდილის პირას იყო სასწრაფოს გამოუძახეს. სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო.


1
182
1-ს მოსწონს
ავტორი:ლევანი სიჭინავა
ლევანი სიჭინავა
182
  
2016, 1 სექტემბერი, 22:11
ავადმყოფები :(((
0 1 1