x
პიროვნების განვითარების თავისებურებები გარდამავალ ასაკში
imageგარდამავალი ასაკი პიროვნების ფორმირების ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო პერიოდია. ბავშვები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ შინაგანი სამყაროს მიმართ. მათ უყალიბდებათ გარკვეული ღირებულებები და იდეალები. ამაზე გავლენას ახდენს ის სოციუმი, რომელშიც უწევთ ყოფნა/ცხოვრება. თანატოლები, რომლებთანაც ურთიერთობენ, მათი შეხედულებები, ცხოვრებს წესი, დამოკიდებულებები საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს.


ამ პერიოდისთვის ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა მე-კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც გულისმობს საკუთარი თავის კოგნიტურ აღქმას და შეფასებას. ბავშვი აკვირდება სხვების შეფასებას, საკუთარ ქცევებს და ამის მიხედვით განსაზღვრავს საკუთარ ფიზიკურ თუ პიროვნულ თვისებებს, ნიშნებს.


გარდამავალ ასაკში ასევე ყალიბდება იდენტობა. იდენტურობა ნიშნავს საკუთარი თავის სრულფასოვან განცდას, რა არის ადამიანი, რისკენ მიისწრაფვის; ეს არის პასუხი კითხვაზე ვინ ვარ მე?


მარსიამ შემოგვთავაზა იდენტობის ოთხი სტატუსი: 1. იდენტობის დიფუზია - როდესაც ბავშვი ჯერ არ ფიქრობს, თუ ვინ არის ან რისკენ მიილტვის, არ აქვს გადაწყვეტილი; 2.მოუმწიფებელი იდენტობა - როდესაც მშობლებზე ან სხვა გავლენიან პირებზე არიან დამოკიდებულნი და დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. 3. მორატორიუმი - ასეთი კატეგორიის მოზარდები აქტიურად სვამენ კითხვებს და პასუხების ძიებაში არიან; 4 მიღწეული იდენტობა - როდესაც მოზარდი პასუხს სცემს კითხვას - ვინ ვარ მე?



იდენტობის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენს კოგნიტური და აღმზრდელობითი ფაქტორები. ამიტომ, როგორც მშობლები, აგრეთვე, პედაგოგები უნდა იყვნენ ინფორმირებულები და მაქსიმალურად დაეხმარონ ახალგაზრდებს საკუთარი თავის პოვნაში.


0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ann mshvildadze
ann mshvildadze
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0