x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134378
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ასტროლოგების შეკითხვები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს. ეს საინტერესოა!

image

ვერძო, ასტროლოგები გეკითხებიან:
რატომ არ დაეუფლები შენი შინაგანი “მეს'' მართვას? სხვებიამას ხედავენ და შენს სისუსტეებს სინამდვილეში შენ წინააღმდეგ იყენებენ. შენ სხვისი თვალით ხედავ შენ თავს.
რატომ გაურბი კონფრონტაცუას?
ვერ ვხვდები, რომ თან მიგაქვს შენი ნაკლოვანებები, შემდეგ კი ისინი კვლავ შენ წინაშე დგებიან სხვა პირობებში?
რატომ გინდა, რომ ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდე?
და ბოლოს, რად შეგქმნეს ვარსკვლავებმა ასეთი მაცდური?imageკურო, ასტროლოგები გეკითხებიან:
რატომ არ გინდა სულიერებას მიაღწიო, როცა დანარჩენ სათნოებათა 95%-ს ფლობ? ეს ხომ ზოდიაქოს ყველაზე სასუველ ნიშნად გაქცევდა?
როდის ისწავლი ორმხრივ საუბარში მონაწილეობის მიღებას?
როდის დააცლი სხვებს სათქმელის დამთავრებას?
სანამდე იქნები გარემოებებზე დამოკიდებული?
და ბოლოს, რატომ დაუტოვა ვენერამ თავისი ძვირფასი, პოეტური და ინტელექტუალური ფასეულობებიბთ სავსე ზარდახშა სასწორს და მერე გეწვია შენ?
მაგრამ გამხნევდი! თავი მოაჩვენე, თითქოს იმ ინტელექტსა და სინაზეს ფლობ, რომელიც მან წაგართვა, თუნდაც პრაქტიკულობის ჭაობში იყო ჩაფლული - მაგასაც თავისი უპირატესობები გააჩნია.imageტყუპებო, ასტროლოგები გეკითხებიან თქვენ:
იცით თუ არა, რომ თქვენ ერთადერთი ნიშანი როდი ხართ, რომელიც გონებრივად არის განვითარებული?
გესმით თუ არა, რომ თქვენი აღზევება და დიდება ისევე მობეზრდებათ სხვებს, როგორც თქვენ გბეზრდებათ მათი, ვითომ შაბლონური ცხოვრება?
იცით თუ არა, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა დაინახავს სიცარიელეს თქვენი უპირატესობის ფარდის მიღმა, თუ სტაბილურობას არ მიაღწიეთ და რაიმეს არ შექმნით?
და ბოლოს, რად გიბოძეს ვარსკვლავებმა ეგ აღმატებული ინტელექტი, თუ წვრილმანებზე და ზერელობაზე გინდათ ფლანგოთ იგი?imageკირჩხიბო, ასტროლოგები გეკითხებიან თქვენ:
გამუდმებით რატომ იტყუები და ხალხი შეცდომაში რატომ შეგყავს?
როცა საკუთარი სახლი, იდეალური საყვარელი, ცოლი ან ქმარი გყავს, რატომღა განაგრძობ სასიყვარულო თავგადასავლების ძებნას?
როდის იპოვი შენს მარცხში შენ ცოდვას?
როდის ჩადებ მეტ ძალებს სულიერ ცხოვრებაში?
რატომ ხართ ასე უკარება?
რატომ გინდა სხვა იტანჯოს, როცა შენ ცუდ გუნებაზე ხარ?
და ბოლოს, ვარსკვლავებმა რად შეგქმნა ასეთი მერყევ, მაგრამ იდეალურ საყვარლად, მეუღლედ?
შენში მართლაც იმალება ეს შესაძლებლობები, ოღონდ ცოტა გაისარჯე.imageლომო, ასტროლოგები გეკითხებიან თქვენ:
როდის შეიგნებ, რომ უნდა შეურიგდე საყვარელს, რომელიც ყოველთვის როდი გაამებს, ყოველთვის როდი გეფერება პირში, მოითხოვს, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედო? თუ ამას იზამ და შენს საქციელსაც გადასინჯავ, ნამდვილად გაამართლებ შენი შესანიშნავი ნიშნის მოლოდინს.
როდის შეიგნებ, რომ სიამაყე დაცემის წინაპირობაა და როცა შენ ეცემი, ნამდვილად ეცემი? არაფერია ბორკილებდადებული მეფის ნახვაზე უფრო ცუდი.
რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? მაგრამ მეც ვხვდები: შენ არ შეგიძლია საკუთარ ბუნებას უღალატო, იმიტომ, რომ ზოდიაქოს ყველა შვილთა შორის, შენ ყველაზე უკეთ იცი ცხოვრების ხელოვნება.
ხედავ, მეც როგორ განებივრებ? იმიტომ, რომ შენ მზის მძლავრი შვილი ხარ.imageქალწულო, ასტოროლგები გეკითხებიან:
იცი თუ არა, რომ მოსაწყენი გახდები, თუ ყოვლისმცოდნედ მოაჩვენებ ხალხს თავს?
როდის მიხვდები, რომ წვრილმან ნაკლოვანებებს არ უნდა მიაქციო ყურადღება? თუ ამას ვერ ახერხებ, ხმამაღლა მაინც ნუ გამოთქვამ შენს აზრს!
და ბოლოს, რად მოგანიჭეს მნათობებმა დისციპლინის ამოდენა უნარი, თუ სამუშაოს მხოლოდ პროცესი გაინტერესებს და არა საბოლოო შედეგი?imageსასწორო, ასტროლოგები გეკითხებიან თქვენ:
რატომ არ შეგიძლია ერთ ხანს მაინც იცხოვრო მხოლოდ შენი თავისთვის, რომ ასე ძლიერად არ ზრუნო მეგობრებზე და საყვარლებზე?
რატომაა, რომ, სანამ ვინმეს მიენდობოდე, სერიოზულ გამოცდებს აწყობ?
რატომ ყურს არ მიუგდებ ვნებას?
და ბოლოს, რად შეგქმნეს ვარსკვლავებმა ასე მომხიბლავი და თვალწარმტაცი?imageღრიანკალო, ასტროლოგები გეკითხებიან:
რა გჭირდება იმისათვის, რომ შეასუსტო წარმატებისკენ სწრაფვა, რომელიც მარტო შენ კი არ გიტაცებს, არამედ ყველას შენ ირგვლივ.
რატომ აგებ ყოველთვის, თუმც ასე უხვად ხარ დაჯილოდებული ღმერთების მიერ? ან ასე წვრილმანი და შურისმაძიებელი რად ხარ? უნდა გახსოვდე, რომ ყველა როდია შენსავით მარჯვე, არც შენსავით შესწევთ უნარი მარცხის შემდეგ ძალების აღდგენისა.
რატომ ტრაბახობ? ჩვენ ვაღიარებთ, რომ დიდი ადამიანი ხარ.
რატომ ხარ ასე გულახდილად ეგოისტური?
და ბოლოს, რად გაქციეს მნათობებმა ყველაზე უფრო სექსულაურ ნიშნად?imageმშვილდოსანო, ასტროლოგები გეკითხებიან:
რატომ არის, რომ შენი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა?არასრულყოფილების უმცირესი ნიშნის წინაშეც კი რატომ იხევ უკან?
ასე ცუდად რატომ იცი მოსმენა, თუმც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბრის ხელოვნებას დაუფლებული ხარ?
როგორც კი უარის სიმწარეს ან იმედი გაცრუების სიმწარეს შეიგრძნობ, მაშინვე რატომ გარბიხარ? შესდექი და გააანალიზე სიტუაცია.
და ბოლოს, რად შექმნეს მნათობებმა შენი პიროვნება ასეთი საინტერესო და ალმასივით მოელვარე?imageთხის რქა, ასტროლოგები გეკითხებიან შენ:
როდის შეიგნებთ, რომ ცხოვრებაში წარმატების ერთადერთი საფუძველი ჭკუაა და არა ფული?
რატომ ვერ ხვდები, რომ შენმა ულმობელმა ვაჭრულმა სულმა ლამის მთლად ჩაკლა შენში ყოველივე ჰუმანური?
და ბოლოს, ჩვენ ვიცით, ცივი და დინჯი გარეგნობის მიუხედავად, შენ არც ისე მშვიდი ხარ და შიშიც გიწვევ ხოლმე. მაშ რაღად გაქციეს ვარსკვლავებმა წარმატების სახლის გამგბლად, როცა წარმატებას თითქმის არასოდეს არ მოაქვს შენთვის სრული კმაყოფილება?imageმერწყულო, ასტროლოგები გეკითხებიან შენ:
რატომაა, რომ როცა სისტემას აუმხედრდები ასე არაორგანიზებული ხარ და სტრატეგიას არ ფლობ?
რატომ არ მოირგებ პირობითობის სამოსს და მტრის ზურგში შეაღწევ, სადაც შენი ჭკუის პატრონი, უფრო ქმედით ცვლილებებს მოახდენ, ვიდრე აქეთ-იქით ისისტემოდ რბენით?
ახლა შენ - პირველი და ცენტრალური ნიშანი ხარ. მთელი ყურადღება შენკენაა მოპყრობილი. არასოდეს კაცობრიობა ასე არ ყოფილა შენზე დამოკიდებული. შენი ნიშნის - მერწყული ხანა დგება! არ დააღალატო კაცობრიობას!imageთევზო, ასტროლოგები გეკითხებიან შენ:
რატომ მეტად არ მოინდომებ, რათა სექსუალური შეთავსებადობა იპოვო? ძალიან ადვილად იხევ უკან.
რატომ არ დაეუფლები ისეთ პროფესიებს, სადაც გამოდგებოდა და სწორად დაფასდებოდა შენი შემოქმედებითი შესაძლებლობები და ფანტასტიკური წარმოდგენები? მაშინ ახდებოდა შენი ოცნებები.
იმედი მაქვს, ხვდები, რომ უმალ წვრილმან ყოფით საქმეებს მოჰკიდებ ხელს, ვიდრე უცნობ სამყაროში გაბედავ შესვლას.
იცით, თუ არა, რომ შენი თავის მსხვერპლად შეწირვა შედეგია შინაგანი შიშისა, ვაი თუ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეო?
იცი თუ არა, რომ მესაკუთრეობის გრძნობა გამანადგურებელია შენთვის და სხვებისთვისაც?
შეგნებული გაქვს თუ არა, რომ სრულყოფილება მოულოდნელია ადამიანისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი მოკვდვანი და ნაკლულნი ვართ?
და ბოლოს, ჩვენ ვიცით, რომ მთელ ზოდიაქოში შენ ყველაზე უფრო მდიდარი წარმოსახვა გაქვს, მაგრამ უნდა გამოხვიდე ნაჭუჭიდან და შენი ნიჭს შედეგი სხვემსაც უნდა არგუნო.
image

0
1524
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0