x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პოლონელმა მენაგვეებმა გადაგდებულ მტერსასრუტში 500 000 ევრო იპოვეს
imageპოლონელმა მენაგვეებმა ნაგავსაყრელზე იპოვეს გადაგდებული მტვერსასრუტი და დინამიკი, სადაც ნახევარი მილიონი ევრო იყო გადამალული.


ქალაქ კოლობჟეკის დასუფთავების სამსახურის მუშაკებმა ნაგავსაყრელზე ნაგვის დახარისხების დროს ძველ მტვერსასრუტში და დინამიკში დასტებად დალაგებული ევროების კუპიურები იპოვეს.ამის შესახებ MetroCafe- იუწყება.

image

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პოლიციაში მიიტანეს ნაპოვნი თანხაც და ძველი ტექნიკაც.



მალე პოლიციამ მოძებნა მტვერსასრუტის მფლობელიც.იგი აღმოჩნდა ქალი.თუმცა სანამ პოლიცია თანხას გასცემდა, მფლობელს სთხოვა დაწვრილებით აღეწერა როგორი, რა ფერის და რა მარკის იყო მტვერსასრუტი და დინამიკი.თუმცა ქალმა არა მარტო ტექნიკა აღწერა, არამედ კუპიურების დასტის ნომინალები და მიუთითა ზუსტი ადგილი სადაც შეინახა.


ყოველივე ამის შემდეგ პოლიციელებმა მფლობელს თანხა სრულად დაუბრუნეს.როგორც გაირკვა ქალბატონი საკუჭნაოს ალაგებდა და დაუდევრობით გადაყარა გამოუსადეგარი ნივთები.


უცნობია მოუხადა თუ არა მადლობა ქალმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს და აჩუქა თუ არა რაიმე თანხა.


image

0
626
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0