x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
განათლება და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში
image
"ცოდნა არის სოციალური ცვლილებების ძრავა" - ნიკო სტერი


განათლებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში.
ემილ დიურკემის აზრით, განათლების მთავარი ფუნქცია დომინანტი კულტურის ღირებულებების გადაცემაა, მაგრამ იმის გამო, რომ განსხვავებულ საზოგადოებაში კულტურული მიზნები და ღირებულებები განსხვავდება ერთმანეთისაგან, განათლების მნიშვნელობაც განსხვავებულია.


განათლება მრავლისმომცველი ცნებაა. ის არის პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ემსახურება ადამიანის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და მორალურ უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, ადამიანის სოციალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. განათლებულობის აუცილებელ კომპონენტად განსწავლულობასთან (ცოდნასთან, გონებრივ განვითარებასთან) ერთად ყოველთვის ითვლებოდა აღზრდილობა, სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბება.

განათლების დეფიციტის შედეგები ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდანვე თვალსაჩინოა. ბავშვი, რომელიც არ/ვერ სწავლობს, თითქოს, გარიყულია თანაკლასელებისგან. მას აღიქვამენ არასრულფასოვნად.განსაკუთებით, სკოლის ადრეულ კლასებში, როდესაც აკადემიურ მოსწრებას და სწავლას დიდი როლი აქვს.


გერმანელი ფსიქოლოგის ვ. მეცგერის აზრით, საჭიროა, რომ განათლების პროცესმა
ჩამოაყალიბოს ახალგზარდა თაობა არა მხოლოდ როგორც კულტურის, მეცნიერების,
ტექნიკის მიღწევების მცოდნე და მომხმარებელი, მისგან ყოფითი პირობების
გააადვილების და სიამოვნების მიმღები, არამედ აუცილებელია, განათლების პროცესმა
ყოველ ბავშვში პატარა ასაკიდანვე აღძრას შემოქმედების, არსებობის გაუმჯობესების
მისწრაფება, რაც უდავოდ, იმის გარანტია მაინც იქნება, რომ ბავშვი თვითგანვითარების
სწორ გზაზე დგას.


ბავშვი, რომელიც განათლების გარეშე დარჩება, მას არ ექნება თვითგანვითარების, თვითრეალიზაციის და თვითპრეზენტაციის შესაძლებლობა.კარლ როჯერსი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის ადამიანია განათლებული, რომელმაც „ ისწავლა თუ, როგორ უნდა ისწავლოს“, რომელმაც შეიძინა ადაპტირებისა და საკუთარი თავის შეცვლის უნარი, რომელმაც გააცნობიერა, რომ არანაირი ცოდნა არ არის ურყევი და უცვლელი, და მხოლოდ ცოდნის ძიების პროცესი გვაძლევს სიმყარის საფუძველს. შესაბამისად, ცოდნის/განათლების დეფიციტი ნეგატიურად აისახება ადამიანის უნარზე, ადაპტირება მოახდინოს სოციალურ გარემოში, შეიცნოს საკუთარი თავი, განსაზღვროს პიროვნული ხარვეზები და შეცვალოს ისინი.


ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, განათლება ის ბერკეტია, რომელსაც აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ, რათა მეტი სინათლე შემოვიტანოთ ჩვენს საზოგადოებაში.

0
5069
შეფასება არ არის
ავტორი:ann mshvildadze
ann mshvildadze
5069
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0