პარამეცნიერებები სტუმრები პარალელური სამყაროებიდან (რეალური ისტორიები) 2018, 4 ივნისი, 15:37 გასულ საუკუნეებში იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები აცხადებდნენ, რომ ჩამოვიდნენ ქვეყნებიდან და ქალაქებიდა, რომლებიც დედამიწაზე არ არსებობს და ამასთან, უცნობ ენებზე საუბრობდნენ. ვინ იყვნენ ისინი? იქნებ მოგზაურები პარალელური სამყაროებიდან? 1850 წ. ფრანკფურტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში, უცნაური ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც ჯოფარ ვორინი ერქვა. მსგავსი შემთხვევა საფრანგეთშიც მომხდარა 1905 წელს. პარიზში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც უცნობ ენაზე საუბრობდა. მაგრამ, იმის თქმა კი მოახერხა, რომ ლისბიიდან იყო. კიდევ უფრო უცნაური ფაქტი მოხდა 1954 წ. იაპონიაში. ტოკიოს აეროპორტში დააკავეს ადამიანი, რომელსაც ტაურედში გაცემული პასპორტი და მართვის მოწმობა ჰქონდა. მაგრამ, ასეთი ქვეყანა დედამიწაზე არ არსებობს!ამ უცნაური საბუთების მქონე ადამიანი (მას საბანკო წიგნაკიც კი ჰქონდა), დაკითხვის ოთახში გაიყვანეს. როგორც გაირკვა, მამაკაცი თავისუფლად ლაპარალობდა ფრანგულად, ესპანურად... და იაპონურადაც კი. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც კაცმა განაცხადა, რომ ანდორას შესახებ არასდროს სმენია, ხოლო მისი ქვეყანა - ტაურედი, 1000 წელზე მეტია, რაც არსებობს. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მის პასპორტში, 5 წლის მანძილზე, საზღვრის გადაკვეთის დროს, ჩარტყმული შტამპები იყო. რომლის მიხედვით, ეს ადამიანი, თურმე, არაერთხელი ჩასულა ტოკიოში და პრობლემები არასდროს შეჰქმნია. იმის გამო, რომ უკვე ღამე იყო და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, პოლიციელებმა მამაკაცი აეროპორტის გვერდით მდებარე, სასტუმროს ზედა სართულზე, ოთახში ჩაკეტეს. კარებთან კი ორი შეიარაღებული პირი დააყენეს. მიუხედავად ამისა, დილით მისულებს, ოთახში არავინ დახვდათ. დაკითხვის ოთახიდან გაქრა მისი საბუთებიც. 1995 წ. სინუიანჰში (ჩინეთი) გამოჩნდა ბავშვი, რომელიც უცნაურად იყო ჩაცმული და ჩინელებისთვის რთულად გასაგებ დიალექტზე საუბრობდა. ის პოლოციაში წაიყვანეს, სადაც მოყვა, რომ მას ჰონ-ჰენი ერქვა, იყო 11 წლის და რომ სოფ. ჩენ-ჯოს მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობს. ბავშვი შეშინებული ჩანდა და გამუდმებით იმას კითხულობდა, თუ სად, რა ადგილზე იმყოფებოდა და თუ რატომ დადიოდნენ ეტლები ცხენების გარეშე. პოლიციაში გადაწყვიტეს, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იყო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კითხვაზე, თუ რომელი წელი იყო, ბავშვი არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა - 1695-ო. გასინჯვის და დეტალური კვლევის შემდეგ, დაადგინეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. მაში ექიმი ლი ძალიან დაინტერესდა თავისი უჩეულო პაციენტით. მან საავადმყოფოში მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მიიწვია და სთხოვა, ჰონ-ჰენის საიდუმლოს გახსნაში დახმარებოდნებ. მეცნიერების დასკვნა გამაოგნებელი იყო, - გაირკვა, რომ ბავშვი XVII საუკუნის ჩინურზე საუბრობდა. ჰონ-ჰენი 1 წელი საავადნყოფოში ცხოვრობდა და 1996 წ. უეცრად გაქრა. მას, რა თქმა უნდა, ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. მაშინ ექ. ლიმ იმ მონასტრის პოვნა გადაწყვიტა, რომლის შესახებაც ყვებოდა ჰონ-ჰენი. ძებნა დიდ ხანს არ დასჭირვებია. გაირკვა, რომ ის მართლაც არსებობდა. ექ. ლი მონასტერს ეწვია და ძველ არქივში ჩანაწერი აღმოაჩინა, ვინმე ჰონ-ჰენის შესახებ, რომელიც მონასტრის მსახური იყო. დოკუმენტში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 1995 წლის დასაწყისში, ბავშვი უეცრად გაქრა და მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ, უცნაურ რაღაცეებს ყვებოდა, თითქოს «შეპყრობილი» იყო. ეს ყველაფერი ბერმონაზვნებს იმდენად უჩვეულოდ მოეჩვენათ, რომ მომხდარის შესახებ, მონასტრის გრაგნილში ჩაწერეს. გამოდის რომ, წარსული და მომავალი ერთდროულად, ერთმანეთის პარალელურად არსებობს. ამ შემთხვევების მოყოლა, საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ პარალელურ სამყაროებში მოგზაურობის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ, დასაფიქრებლად, ნამდვილად ღირს... თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ქილერი მეოთხე განზომილებიდან (ნამდვილი ამბავი) დედამიწა 2137 და 2749 წ. ალ ბილეკი – ადამიანი, რომელმაც მომავალი იხილა
1508 8-ს მოსწონს
|