x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ქალბატონო ნატა, ამ უსექსო ქვეყანაში მაგის თქმა შეიძლებოდა?!"-ნანუკა ჟორჟოლიანი ნატა ფერაძეს- "ეს მართლა ვირიშვილი მაიმუნი რა... "

image

ორგანიზაცია "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლის ნატა ფერაძის მიერ გადაცემა "პრიორიტეტში" წარმოთქმულმა უცენზურო ლექსიკამ საყოველთაო აჟიოტაჟი და მხიარულება გამოიწვია. პირდაპირ ეთერში მისი ოპონენტის კითხვაზე თუ რას აკეთებდა ნატა ფერაძე სანამ "პარტიზანი მებაღე" გახდებოდა, მან საკმაოდ პირდაპირი პასუხი გასცა, თუ რითი იყო იგი დაკავებული მანამდე.

სოციალურ ქსელში დიდი განსჯის საგნად იქცა მისი უცენზურო ლექსიკა, რასაც ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა:

"ქალბატონო ნატა, ამ უსექსო ქვეყანაში მაგის თქმა შეიძლებოდა?! აიტანეთ ახლა შურიანი ქალების რისხვა..."

"მესმის, რომ ნატა ფერაძის პასუხი თამამი იყო. ეპატაჟური და არასატელევიზიო, მაგრამ...
გოგა ხაინდრავა რომ პორნოს გიანონსებთ და ეს იმედმა უნდა აჩვენოს, არ გაგიპროტესტებიათ.
ბიძინა ივანიშვილმა, ალასანიას პირადი რომ პირდაპირ ეთერში ქექა არ გაგიპროტესტებიათ.
მიშა რომ "ძუძუებს აჭამდა" ქალებს არ გაგიპროტესტებიათ.
ხათუნა ხოფერიას მიმართვა სანდრა რუსლოვსისადმი არ გაგიპროტესტებიათ.
რაღა ნატა ფერაძეზე გაგვახსენდა, რომ სატელევიზიო სტანდარტები არსებობს?! ვერ გავიგე? თუ დეპუტატ ჯაჭვლიანს აქვს იბიარდობის უფლება, პარტიზან მებაღეს რატომაც არ აქვს. ეს მართლა ვირიშვილი მაიმუნი რა... თუ პირიქით...."
imageimage



აი, რა კომენტარები მოვა ნანუკას სტატუსს:


"ქონდა სექსი, ყველაფერი კარგია, სიამოვნებაა, მაგრამ ხომ უნდა იცოდეს სად რა თქვას. ცუდი ტონია როცა პირდაპირ ეთერში ამას ამბობ, მაყურებელს ეცი პატივი, თორემ მერიის წინ, ნარმანიას კაბინეტის წინ ან გამგებლის წინაშე რაც გინდა ის თქვი. სტუდიაში ირგვლივ ხალხს და მაყურებელს ეცი პატივი, თორემ ღმერთმა შეარგოს სექსი. ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია..."

"რა იყო ეხლა ეს?! მიუხედავად იმისა, რომ ვიზიარებ მის შეხედულებას გარემოს სიყვარულთან დაკავშირებით, ასეთი საუბრები ეთიკის ნორმებში არ ჯდება. მეტი თავშეკავებაა საჭირო როცა საზოგადოების წინაშე გამოდიხარ. ხომ შეიძლებოდა ეთქვა "დაკავებული ვარ პირადი საქმეებით"- ო, რა საჭირო იყო ასე უტიფრად ( მე მაპატიეთ, მაგრამ გავღიზიანდი) იმის თქმა რაც თქვა. ალბათ ბევრს არაფერს ნიშნავს მისთვის, მაგრამ ის ხიბლი დაკარგა ჩემ თვალში რაც მანამდე, როგორც მებრძოლ ქალბატონს ქონდა. მეტი ზრდილობა გვმართებს. აკეთე რაც გინდა, მაგრამ ნუ ყვირი!"

"ღმერთო ჩემო, რა მნიშვნელობა აქვს აქამდე სად იყო და რას აკეთებდა ან პირადად გესიმპათიურებათ თუ არა ვინმეს, ან იგინება თუ ლოცვებს კითხულობს დღეში სამჯერ. დღეს წავიკითხე რომ მენეჯერი იყო რაღაც სერვისში და მაგის დროს გაიჩეხა ბლომად ხეები და ხმა არ ამოუღიაო. კაი, ვთქვათ ეგეც სიმართლეა. ეხლა ხო იღებს კაცო ხმას და ხო სასიკეთო საქმეზე იღებს, ხო თქვენ საქმესაც აკეთებს, აჯობეთ საკუთარ თავებს და კეთილი ინებეთ და დაუდექით გვერდით! წაიღო ტვინი ზოგმა ქებით, ზოგმა ლანძღვით, და ამასობაში ალბათ კიდე 20 ხე მოიჭრა!"

"დიდი გაუნათლებლობა გვჭირს დიდიან პატარიანად! ახალა აიტაცებს საზოგადოება და ატრიალებს წაღმა-უკუღმა..."

" ნატა ფერაძე ვერაა აშკარად. ასეთ ხალხს ეთერში რა უნდა.სწორედ ბორდელშია შესაგდები და განაგრძოს რასაც ამბობს..."

"ქალბატონ ფერაძის ლექსიკა რომ სატელევიზიო სტანდარტებს არ შეესაბამება, ეს ფაქტია... მაგრამ ქვეყანაში სადაც მერი ვირიშვილ-მაიმუნს გაიძახის, პარლამენტის ყოველი კუთხიდან დედის გინება ისმის და ბოლოსდაბოლოს ციხის ჯალათი და გამპატიურებელი გმირია, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს..."

"სიტყვის უფლება ყველას აქვს ნანუკა... მეც მაქვს უფლება არ მომეწონოს რაღაც და ამაზე აზრი გამოვთქვა.... ამაზრზენია ქალმა იმეტყველოს ამგვარად, თორემ ადრეც რომ იყვნენ და ახლაც არია უზნეოები ამას არ ვუარყოფთ..."

"სანამ ყველა ჩვენთაგანი ნებისმიერ საქმეს არ დავიწყებთ ზრდილობით, მუდამ უსაშველო იქნება. პარტიზანსაც, მეეზოვეს და მებაღესაც უნდა ჰქონდეს ზრდილობა."

image

2
1027
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1027
  
2017, 7 ივნისი, 23:22
ქალბატონი ნატას სექსი კი არ შეშურებია ვინმეს,ალიბად რომ გამოიყენა,მაგის გამო ვერ მოვიცალეო,ეგ იყო გამაღიზიანებელი. მაგ ლოგიკით,ახალი მთავრობაც გეტყვით,ქალბატონო ნატა,გვაცალეთ,მოვილევთ და მივხედავთ მერე საქმესო. ვინ ვინ და ქალბატონმა ნანუკამ კი იცის კარგად,სექსი და საქმე შეთავსებადი რომაა.(როდის აქეთ გახდა საქართველო უსექსო ქვეყანა?)
2016, 27 აგვისტო, 12:00
ვა მე არ მომისმენია რა თქვა ეგეთი ? :-))
0 1 2