x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დეპრესიაში მყოფმა ფოტოგრაფმა რაც გააკეთა, ნამდვილად გაგაოცებთ
Carolyn Mara Borlenghi ამერიკელი ფოტოგრაფია მაიამიდან, რომელიც 1979 წელს იტალიურ ოჯახში ტეხასის შტატში, ჰიუსტონში დაიბადა და იზრდებოდა. კაროლინა ფოტოგრაფიით სკოლაში Seykred Hart სწავლის პერიოდში დაინტერესდა, 2002 წელს, სამხრეთ მეთოდისტურ უნივერსიტეტში სამეცნიერო ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას მიიღო ბაკალავრიის ხარისხის დიპლომი, 2006 წელს კი მაგისტრატურა სახვით ხელოვნებაში.


წარმატებული ფოტოგრაფი ფოტოებს იყენებს თვითშეცნობის კატალიზატორად და საკუთარ ნაშრომებში ოქროს შუალედს ავლებს საზოგადოებისთვის მუშაობასა და საიდუმლოს შორის. კაროლინას მიაჩნია, რომ ეს მისი ერთგვარი მოწოდებაა და იმისათვის, რომ ნაშრომების აზრს ჩავწვდეთ, საღი აზროვნებაა საჭირო.


დღევანდელ სტატიაში მინდა მისი ფოტოპროექტი სახელწოდებით "Self Help "(თვით დახმარება) წარმოგიდგინოთ, ხოლო თუ რა ღრმა აზრი დევს მასში, ფოტოპროექტის დათვალიერების შემდეგ გაგიმხელთ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



"მეოთხე ათწლეულის შუა პერიოდს რომ გავდიოდი, პერიოდს, ქალის სექსუალობისა და გაფურჩქვნის ხანას რომ ეძახიან, სწორედ მაშინ ჩავარდა ჩემი მეუღლე ღრმა დეპრესიაში, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. მე ხშირად მქონდა ვნება და სურვილი მის მიმართ, თუმცა ეს ორმხრივი არ იყო, ის გაცივდა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად გავხდი მისთვის უხილავი, ყველა ჩემი მცდელობისა და სიტუაციის გამოსწორების სურვილის მიუხედავად, ყველაფერი ამაო იყო. სურვილი კი მისთვის სასურველი ვყოფილიყავი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მივხვდი რომ მარტოსული ვიყავი და ნელ-ნელა დავიწყე საკუთარი თავის დაკარგვა.


სწორედ მაშინ ავიღე კამერა ხელში საკუთარი თავის გადასაღებად და ფოტოგრაფი, თავად გავხდი ჩემი ობიექტივის სამიზნე იმ მოტივით, რომ გამეცნობიერებინა ჩემი იმ დროინდელი სულიერი მდგომარეობა. ვცდილობდი გავქცეოდი მარტოობასა და ტკივილს, რითიც საკუთარ თავსა და სამყაროს დავუმტკიცე, რომ "მე აქ ვარ და ჯერ კიდევ რაღაცას ვნიშნავ"! თითოეული სურათი ჩემი ხსნა გახდა. ხელოვნებამ და ჩემმა შემოქმედებითმა პროცესმა გადამარჩინა, მე აღარ ვარ უხილავი"- ამბობს წარმატებული ფოტოგრაფი კაროლინა ბორლენგი ინტერვიუს დროს.



P.S. მსგავსი საქციელით მან გვაჩვენა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია ვიპოვოთ საკუთარი თავი ამ სამყაროში და დავკავდეთ საქმიანობით, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს და ომი დეპრესიას თავისთავად გამოუცხადდება.



image

0
2739
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0