x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავიქროთ ჭაღარა სამუდამოდ. ხალხური რეცეპტები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ
ასაკის მატებასთან ერთად თმაში ჭაღარა ჩნდება. თმა ძველებურ ფერს კარგავს და თეთრდება. თუმცა შესაძლოა თმის გაჭაღარავება სულაც არ იყოს ასაკის ბრალი და მოხდეს ნაადრევი გაჭაღარავება.
ნაადრევი გაჭაღარავების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ჭაღარის მომრავლებას. დადგენილია, რომ ნივთიერება თიროზინის დეფიციტი არის ერთ-ერთი ფაქტორი. თიროზინი შედის ცილოვანი პროდუქტების შემადგენლობაში. ადრეულ ასაკში ჭაღარის მიზეზად კალციუმის დეფიციტიც მოიაზრება. დამეთანხმებით, თეთრი თმის არსებობა არც ისე სასიამოვნოა.
სწორედ ამიტომ, გამოიყენეთ ეს ხალხური რეცეპტები იმისათვის, რომ გაიქროთ ჭაღარა და თმას კვლავინდებური ელფერი შესძინოთ.

image1) ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
* ქოქოსის ზეთი 1/4 ჭიქა ( ქოქოსის ზეთის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში)

image* ერთი ცალი ლიმონი

imageჭურჭელში მოათავსეთ 1/4-ად სავსე ჭიქა ქოქოსის ზეთი.


imageშემდეგ ჩაასხით ერთი ცალი ლიმონის წვენი.

imageნარევი ნაზად შეიზილეთ იმ ადგილებში, სადაც ჭაღარა გაქვთ. ამ ნარევის გამოყენება ყოველდღიურად, სამუდამოდ დაგავიწყებთ ჭაღარას.
2) ამ ხსნარის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ და მხოლოდ 2 ან 3 კარტოფილი დაგჭირდებათ.imageგათალეთ კარტოფილი, ნაფცქვენები ჩაყარეთ მდუღარე წყალში. ადუღეთ სანამ წყალი ფერს არ შეიცვლის და მუქი ყავისფერი არ გახდება. imageნახარში გააციეთ და ფუნჯის მეშვეობით წაისვით თმაზე.image

image 3) მესამე ჯადოსნური ინგრედიენტი, რომელიც ჭაღარას მოგაცილებთ არის ხახვი.imageაიღეთ ერთი ცალი მოზრდილი ხახვი, დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შეიზილეთ მიღებული მასა თმაში
ყოველდღიურად, მანამ, სანამ თმა არ გამუქდება. image

7
3736
8-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
3736
  
2016, 27 აგვისტო, 15:25
მაგას შეღებვა ჯობია, ჩემი აზრით..გადანერგვა არა მგონია გაოსავალი იყოს:)
2016, 27 აგვისტო, 15:23
ჭაღარა რომ ჩანაცვლონ ფერადით )
2016, 26 აგვისტო, 22:45
გადანერგვა თმის ცვენისათვისაა, ჭაღარა რა შუაშია?:)
2016, 26 აგვისტო, 22:38
გადანერგვა ხო უშველის?
2016, 26 აგვისტო, 22:23
ათასი რამე მიცდი,ა მაგრამ-პას :)
2016, 26 აგვისტო, 22:23
ცადეთ, აქვს შედეგი თუ არა გამაგებინეთ :)
2016, 26 აგვისტო, 22:10
ხახვი კი არა, საღებავებიც კი არ შველის ჭაღარას :)
0 1 7