მოცვი ფარულთესლოვანი მცენარეა, საქართველოში გვხვდება 4 სახეობა, მათგან სამი მთისაა, იჭმევა ნედლად, მისგან ამზადებენ მურაბასაც .
შეიცავს ც ვიტამინს, გამხმარ ნაყოფს იყენებენ კუჭის შემკვრელ საშუალებად. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
კარგია მხედველობისთვის, კუჭის მოქმედებისა და ძვლებისთვის.
ნედლად მირთმევის დროს უფრო მეტად ინარჩუნებს თავის ეფექტურობას, ზამთარში კი სასარგებლოა მისი მურაბა, ხშირად გაციების დროს მის ჩაისაც მიირთმევენ.