x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"იავნანამ" რა ჰქმნა, ანუ ბურჭულაძის დაუჯერებელი ფარისევლობა" - რა აღმოაჩინა ექსპერტმა ფონდის საიტზე
imageეკონომიკის ექსპერტი, მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში ფონდ "იავნანას" ოფიციალურ საიტზე არსებულ ფინანსურ ანგარიშზე და მასში არსებულ "დაუჯერებელ" მონაცემებზე საუბრობს. ექსპერტის აზრით, ანგარიშიდან კარგად ჩანს, რომ ფონდი შემოსავლის ძალიან ცოტა ნაწილს ხარჯავს ქველმოქმედებაში და, მისი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად კეთდება:


"„იავნანამ" რა ჰქმნა, ანუ ბურჭულაძის "აშკარა დაუჯერებელი" ფარისევლობა


იავნანას ფინანსური ანგარიშის გაცნობა მას შემდეგ განვიზრახე, როცა პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთ ჟურნალისტზე იერიში მიიტანა და ბურჭულაძის და მისი ფონდის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებაში დაადანაშაულა. დამაინტერესა რა ერჩოდა ჟურნალისტი ბურჭულაძეს, ან ბურჭულაძე ჟურნალისტიკას.


შევედი იავნანას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.



- საიტზე დამხვდა დიდი ლოგო ფრთოსანი სათამაშო ცხენით და წარწერით „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“.


- ლოგოს ქვემოთ წავიკითხე ფრაზა - „ერთად გადავარჩინოთ მომავალი“,
- კიდევ ქვემოთ - მითითება: გადმოწერე 2011-2015 წლების ფინანსური ანგარიში.


გადმოვწერე.


ნეტა არ გადმომეწერა!


ის რაც ანგარიშში წერია, ეს არის გამოცხადებული ფარისევლობის ქრონიკა და უუუდიდესი სირცხვილი!


უცებ გამახსენდა ბურჭულაძის მუდმივი ფრაზა მისი საქველმოქმედო ღონისძიებებიდან: „თქვენს მიერ შეძენილი ყოველი ბილეთიდან შემოსავალი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას“.


მაშ ასე, ერთად ვნახოთ იავნანამ რა ჰქმნა, ანუ აშკარა დაუჯერებელი.


იცოდით თუ არა, რომ:


1. ფონდმა 2011-2015 წლებში სულ მიიღო 9.5 მილიონი ლარის შემოსავალი და ქველმოქმედებაზე დახარჯა მხოლოდ 3.26 მლნ ლარი.


2. იავნანას ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯები(6.57 მლნ) 102%-ით აღემატება მის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26 მლნ)


3. „იავნანას“ შემოსავლები საქველმოქმედო ღონისძიებებიდან და სხვა შემოწირულობები, (მთლიანობაში 7.41 მლნ ლარი), 127%-ით აღემატება ფონდის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26 მლნ)


4. „იავნანას“ დეკლარაციის მიხედვით, მარტო ადმინისტრაციის ხელფასები (1.75 მლნ) 40%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).


5. „იავნანას“ დეკლარაციის მიხედვით, "ქველმოქმედების ორგანიზების ხარჯები" (3. 5 მლნ) 178%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).


6. „იავნანას“ ადმინისტრაციის ხარჯები (3. 07 მლნ) 144%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).


და დღეს ჩვენ ბურჭულაძე გვეუბნება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა, ბიუროკრატიას შეამცირებს და გააეფექტურებს?!!!!


P.S.
ან დამიჯერეთ, ან შედით ვებ-გვერდზე, მიყევით ისტრუქციას, გადმოწერეთ ფაილი და წაიკითხეთ." - წერს მიხეილ დუნდუა.


imageimageimage



imageimage



2
1962
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1962
  
2016, 29 აგვისტო, 18:16
კი მაგრამ მიხეილს არ უთქვამს, რომ ბურჭულაძემ არავის არ აჩუქა სახლი, ძალიან ბევრი სახლი გააჩუქა და კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ მიხეილი ამბობს, რომ იმაზე მეტი კიდევ მოიტყუილაო.
2016, 24 აგვისტო, 10:03
პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს ეს ვინმე მიხეილი, ჩემს მეზობლად მცხოვრები 11 შვილიანი ოჯახისათვის ამ ფონდმა გადარიცხა საკმაოდ დიდი თანხა სახლის შესაძენად, როცა სახლის შეძენაზე მიდგა საქმე თავად ბატონი ბურჭულაძე დაინტერესდა როგორი სახლი იყო, რა მდგომარეობაში იყო და ჰქონდა თუ არა ეზო ბავშვებისათვის სათამაშოდ.
როცა ნახა სახლი დაუყოვნებლივ გამოიწვია საკუთარი წარმომადგენელი სულ სხვა სახლი შეარჩევინა (ბევრად უკეთესი და გაცილებით დიდი და მოვლილი ეზოთი), სახლის ღირებულება გაცილებით მაღალი იყო ვიდრე წინა სახლი და თანხა სრულად დაფარა ფონდმა.
საუბარია 14 წლამდე ასაკში ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონის (გოგონათა შორის) ოჯახზე.
0 1 2