x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
შემთხვევა მკვდარ სახესთან
image


- წარმომიდგენია, როგორ გეჩქარებოდათ ამ საბრალოს ნახვა, - წარმოთქვა სიდედრმა, ჩქარი ნაბიჯებით მიაცილებდა რა კაცს იმ ოთახში, სადაც მისი გარდაცვლილი ცოლი ესვენა. - აი, ნახეთ, რა უქნა მას სიკვდილმა, - თქვა მან და ხელი მოჰკიდა თეთრ ზეწარს, რომელიც განსვენებულს სახეზე ეფარა.

მაგრამ მამაკაცმა უეცრად ის შეაჩერა:

- ერთი წუთით. მე მინდოდა ის მარტო მენახა, სხვების დაუსწრებლად. არ შეიძლება ცოტა ხნით მარტო დამტოვოთ მასთან?


მისმა სიტყვება უცნაური შთაბეჭდილება მოახდინა ნათესავებზე, რომელთაც ოთახი აევსოთ. ყველანი უხმაუროდ გავიდნენ გარეთ და კარები დაკეტეს.

როცა ოთახი დაცარიელდა, კაცმა ცხედარს სახიდან ზეწარი გადააძრო.

ქალის მკვდარ სახეზე ნატანჯი გამომეტყველება აღბეჭდილიყო. გამხმარი ლოყები ჩამოკიდებოდა, ხოლო ნახევრადღია პირიდან გაყვითლებული კბილები გამოჩრილიყო. პაპიროსის ქაღალდივით თხელი და გამჭვირვალე ზედა ქუთუთოები თითქოსდა მიწებებოდა თვალის კაკლებს. შესიებული ძარღვები შუბლზე ქალის მიერ გადატანილ ტანჯვაზე მიუთითებდა.

თითქოს განძრევის ეშინიაო, ქმარი დიდხანს იჯდა ერთ ადგილას და უცქერდა მიცვალებულის ულამაზო, ნატანჯ სახეს.

შემდეგ კაცი წამოდგა, აკანკალებული ხელებით შეეხო მის სახეს და ეცადა მიცვალებულისათვის ყბები დაეხურა, მაგრამ როგორც კი ხელები მოაცილა, პირი ისევ დაიღო. შემდეგ მან ისევ დაუხურა პირი ქალს, თუმცა ის ისევ ნელა გაიღო, გამოაჩინა რა საზარლად მომზირალი გაყვითლებული კბილები. კაცმა რამდენჯერმე გაიმეორა ეს პროცესი, თუმცა უშედეგოდ. უეცრად მან შენიშნა, რომ პირის გარშემო არსებული ჩამოკიდებული უხეში ნაოჭები უფრო რბილი და ნაზი გახდა.

კაცმა იგრძნო, რომ თითები ისე გაუცხელდა, თითქოს სხეულის მთელი სითბო მათში გადავიდაო და მაშინ მან დაიწყო ქალის შუბლზე შეყინული, დასიებული ძარღვებისა და კუნთების დასრესა. ის ამას მანამდე აკეთებდა, სანამ არ იგრძნო, რომ ხელისგულებზე ცეცხლი მოეკიდა.

როცა კაცი ისევ ჩამოჯდა სკამზე და კვლავ დააკვირდა მიცვალებულის სახეს, შენიშნა, რომ მისი ხელების სითბოს ის რამდენადმე შეეცვალა - სახე უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და კეთილი გამხდარიყო.

ამ დროს ოთახში მიცვალებულის დედა და უმცროსი და შემოვიდნენ.

- თქვენ, ალბათ, გზამ ძალიან დაგღალათ. უნდა ისადილოთ და დაისვენოთ!

აქ დედას ხმა ჩაუწყდა და ცრემლიანი, ათრთოლებული ხმით აღმოხდა:

- ღმერთო ჩემო, რამდენი ძალაა ადამიანურ სულში! საბრალო გოგონას როგორ არ უნდოდა თქვენს უნახავად მომკვდარიყო და აი, თითქოს სასწაული მოხდა: თქვენი მხოლოდ ერთი შეხედვა და მისი სახე წყნარი, ალერსიანი, მშვიდი გახდა.....ახლა კი საკმარისია, გთხოვთ წამომყვეთ... დაე, მშვიდად იძინოს ამ უბედურმა.

მიცვალებულის უმცროსმა დამ თავისი სხივიანი, მომხიბვლელი თვალებით შეხედა კაცის ნახევრადშეშლილ თვალებს და ქვითინით დაემხო მუხლებზე.



იასუნარი კავაბატა


თარგმანი ეკუთვნის მანჩო777-ს

0
679
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
679
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0