x
image
მთვრალი12
წერილი ივანიშვილს საფრანგეთიდან

image"ბიძინა
მინდა ერთი პატრა ისტორია მოგითხრო. ვიცი შენ ამის წამკითხი არ ხარ, მაგრამ ამბის მომტანთა იმედს ვიტოვებ...
სპარსეთის შაჰმა აღა მაჰმად ხანმა 1795 წელს თბილისის მისადგომებთან გამართული რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ ერეკლე მეორის ჯარი დაამარცხა და თბილისში შემოიჭრა.
14 სექტემბერს ნავთლუღთან დაბანაკებულმა ხანმა მრავალათასიანი შენაერთი დაადევნა ერეკლეს და ამ შენაერთს სათავეში ნახიჩევანის ხანი, ქალბალი ჩაუყენა.
ისინი უმოწყალოდ აწიკობედნენ და ანადგურებდენენ ქართლის სოფლებს. მარადიორობით მადა აღძრული სპარსელები მალე სვეტიცხოველს მოადგნენ და მზად იყვნენ ყველაფერი ნაცარტუტად ექციათ. ამ დროს ქალბალმა შეაჩერა ისინი და უთხრა: არა ჯერ არს, სადა იგი არს თაყვანის საცემელი ღმრთისა, შეურაცხ-ყოფად და არცა სამარხი მეფეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ლამისყანასთან და არაგვის ხეობაში ერეკლე მეფის ჯარებმა ორჯერ დაამარცხეს და მუსრი გაავლეს სპარსთა გაფანტულ შენაერთებს, რამაც ბუნებრივია ქალბალი ცოფიან ძაღლად აქცია, მან ბოლომდე დაიცვა ქართველთა სიწმინდე და სვეტიცხოველი ხელუხლებელი დატოვა.
ახლა კი "ჩაგიანალიზებ" რის თქმაც მსურს:
ზოგჯერ მტერსაც კი გააჩნია ღირსება, პატივი სცეს სხვის სიწმინდეებს და მემკვიდრეობას; მოკრძალებით შეხედოს ღვთიურ შემოქმედებას; ზოგჯრ მტერიც კი ტირის თავისი ხელით მოკლული ვაჟკაცის ცხედართან და მასში გაღვიძებული სინდისი, როგორც პატრა ღმერთი, სიცოცხლის ბოლომდე სილას აწნავს ლოყაში...
და შენ, "მოყვრად" მოსულს, ნუთუ ერთხელ მაინც არ შემოგკრა სინდისმა სილა - აფეთქებული საყდრისისთვის?
პირადად ჩემთვის, მტერი ქალბალიც კი გაცილებით უფრო დიდი კაცია, გაცილებით უფრო მეტი ღირებულებების მქონე, ვიდრემ შენ, შენი 7 მილიარდით!
განა რა უნდა აუშენო ჩემს ქვეყანას იმაზე გრანდიოზული, რაც უკვე დაანგრიე?!" - წერს ქართველი ემიგრანტი სულა სულაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერძეimage





1
178
3-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
178
  
2016, 4 აგვისტო, 10:55
ოჰ, როგორ მიშლიან ნერვებს კომპიუტერთან ღამენათევი პატრიოტები))
0 1 1