x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გურამ შეროზია კრისტინა აგილერას კონცერტის შედეგად მიღებულ ემოციაზე-"გუშინდელის შემდეგ ფაქტობრივად შემიყვარდა!"

image
ამერიკელი პოპ მომღერალი კრისტინა აგილერა საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ორმოცკაციან ჯგუფთან ერთად, კონცერტის გამართვამდე სამი დღით ადრე, 28 ივლისს ჩამოვიდა. გუშინ, 30 ივლისს პოპ-ვარსკვლავმა გრანდიოზული კონცერტი გამართა Black Sea Arena-ზე, შეკვეთილში. ამ კონცერტს უამრავი ქართველი და უცხოელი სტუმარი ესწრებოდა.

ბლოგერი გურამ შეროზია თავის ემოციებს სოციალური ქსელით გამოხატავს:

"არ შემიძლია არ გაგიზიაროთ აგილერას კონცერტის შედეგად მიღებული ემოცია!!!
1. ეს იყო შოუ, სადაც თითქმის ყველაფერი გაკეთდა, რის საშუალებასაც დარბაზი აძლევდა.
2. იმღერა ყველაფერი, რაც ვიცოდით, დაიხარჯა ბოლომდე, ბოლო წვეთამდე!
3. გამოიყვანა ჯგუფი "აჭარა", რომელიც როგორც გავიგე შემთხვევით აღმოაჩინა თავად და ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო...
4. ადამისგან განსხვავებით - გვეკონტაქტებოდა, უშუალოდ, მეგობრულად.
5. თითქმის ყველა სიმღერის შემდეგ კისრ
ისტეხით გარბოდა ეს ამხელა ჩაპუტკუნებული გოგო და იცვლიდა, რომ ყოველ ჯერზე ახალი სანახაობა ეჩვენებინა.

6. ჰყავდა დიდი და ძალიან კარგი გუნდი მოცეკვავეების და ბექ ვოკალისტებისაც.
ერთადერთი: ვერ ვისწავლეთ "ღრუზინმა" ორგანიზატორებმა თავის დროზე დაწყება და მერამდენე კონცერტია, სამი საათი ვდგავართ და ველოდებით!!!
და კიდევ: hurt არ გვიმღერა, რითაც ძალიან გვაწყენინა.
მოკლედ, ბევრი "აგილერა" საქართველოს და იმ ხალხს, ვინც პოპის მსმენელების მიმართ ირონიულ რეპლიკებს ისვრის - ვთხოვ დადუმდნენ, ვინც ძალიან ვისიამოვნეთ - შეგვარგეთ, ვინც ეს 100+ ლარი სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმარეთ - შეგერგოთ თქვენც!
აქვე რჩევა: ქუსლებზე და საღამოს კაბებს ნუ ჩაიცვამთ, დასადგომ ადგილას მაინც! ერთმა ისე ჩამასო ქუსლი, მომაგლიჯა ფეხი!
და კიდევ: ქრი-სტი-ნაა ძახილი "მიატოვეთ" ქართული აქცენტით, მეგონა ვიღაც სენაკელ ქრისტინა ჭიჭაღუას ეძახდნენ.
პ.ს. რეპერტუარით ისე რა, ვოკალურად მომწონდა, ვიზუალურადაც მეტ-ნაკლებად, მაგრამ გუშინდელის შემდეგ ფაქტობრივად შემიყვარდა!
პ.პ.ს. 120+ კგ მასის ბიჭებს უმორჩილესად გთხოვთ ნუ იხტუნავებთ ასე გაშმაგებით, მშვიდ სიმღერებზე მაინც დაგვინდეთ. გუშინ ისე ხტუნავდა ორი ჩასუქებული მამრი, say something-ზეც კი, რომ მათ უკან 3 მეტრის რადიუსში სიცარიელე იყო. ვინმეს რომ დახტომოდნენ შემთხვევით - გარანტირებული მსხვერპლი იქნებოდა... არა და როგორ მინდოდა ახლოს მისვლა სცენასთან!!"
imageimage



2
1013
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1013
  
2016, 23 აგვისტო, 16:41
ვინ გაიყოლებდა თორეეე :-)


ისე ნეტა გავხდებით ისეთი ქვეყანა რო ცნობილი მომღერლები და ჯგუფები აქეთ იხდიდნენ ფულს რო კონცერტი ჩააბარონ
2016, 2 აგვისტო, 12:08
აბდალა გურამ შეროზია, მაგას იმდენი ფული გადაუხადეთ იმღერებდა აბა რას იზამდა. ისე ქუჩაში სანაგვე ურნაში რომ ხალხი საჭმელს დაეძებს, მაშინ არ გიჩნდება არაფერი ემოციები? და მაგ ფულით რომ გაჭირვებულებს, ავადმყოფებს და უპატრონო ბავშვებს დახმარებოდით არ აჯობებდა? და თუ ესე შეგიყვარდა - გაყოლოდი მერე და უცვალე კაბები კონცერტებზე.
0 1 2